თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯეროანსა ჟამსა შემოიღო სიტყუაჲ, მაუწყებელი ჭირთა მათ მოციქულთა ზედა მოწევნადთა. პირველად თქუა ზოგადი იგი განსაცდელი ჰურიათაჲ; მერმე აწ იტყჳს ბრძოლასა მას, რომელი მოციქულთა ზედა ყოფად იყო ყოვლისა სოფლისაგან, ჰურიათა მიერცა და წარმართთა; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მოწევნად არს ჰურიათაცა ზედა ბრძოლაჲ და განსაცდელი, და თქუენ ზედაცა მოსლვად არიან მრავალნი ჭირნი და იწროებანი. არამედ ნუ ჰგონებთ, თუ ორივე ესე ერთისა მიზეზისაგან ყოფად არს. ნუ იყოფინ! რამეთუ მათ ზედა მოწევნად არს ყოველი, რომელ ვთქუ, რისხვისაგან ზეგარდამოჲსა, მომასწავებელად საუკუნოჲსა მის სასჯელისა, რომელი მიელის მათ. ხოლო თქუენ ზედა მოსლვად არიან ბრძოლანი მაცთურთაგან და ცრუწინაჲსწარმეტყუელთა, ჰურიათაგან და წარმართთა, მეფეთაგან და მთავართა უშჯულოთა უმეტესისა განბრწყინვებისათჳს თქუენისა და გამოჩინებად ახოვნებისა თქუენისა და განსამრავლებელად სასყიდლისა თქუენისა, რამეთუ „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“ ცხორებითა მით დაუსრულებელითა, კეთილთა მათ შინა გამოუთქუმელთა სასუფეველისა ცათაჲსა. რამეთუ ზემო თქუა: „იხილეთო და ნუ შესძრწუნდებით“, ხოლო აქა იტყჳს:...
სახარებაჲ მათესი 24:11
9-13. მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს. და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას. და მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა. და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. - მომავალ უბედურებათა შესახებ მაცხოვარი იმიტომაც წინასწარმეტყველებს, რომ ამით მოწაფენი განამხნეოს, რადგან ჩვეულებრივ ყველაზე საშიში და შემაძრწუნებელი მოულოდნელობაა. ამიტომაც არბილებს ქრისტე შიშს წინასწარმეტყველებით ისეთ მომავალ საშინელებათა შესახებ, როგორიცაა: შური, მტრობა, ცდუნებანი, ცრუ წინასწარმეტყველნი, ანტიქრისტეს წინამორბედნი, რომელნიც მრავალთ თავგზას აუბნევენ და ყოველგვარ უსჯულოებასა შინა ჩააგდებენ. უსამართლობის გაზრდისა და ანტიქრისტესაგან მოტყუების გამო, ისე გამხეცდებიან, რომ ლმობიერება სიყვარულისა არათუ თვით შინაურთა შორისაც კი აღარ შენარჩუნდება, არამედ ისინი ერთმანეთისაგან გაიცემიან. ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, მამაცურად გადაიტანს ანუ ცდუნებებს არ...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის