მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:39

38. აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად.39. რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
სახარებაჲ მათესი თავი 23
39. რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა დიდითა და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე მათა“ (24,31).:

...ხილონ რაჲ მომავალი უფალი, იტყებდენ; მერმე, განირჩინენ რაჲ და განეშორნენ რჩეულთაგან, - ესე მეორე განსაცდელი. ხოლო დაშთომილნი იგი სატანჯველად მიეცემიან. ჵ უკუანაჲსკნელი იგი წარწყმედაჲ! და ვითარცა-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: „არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“, ეგრეთვე აქა თქუა: „მაშინ იტყებდენო ტომნი ქუეყანისანი“, რომელთა არარაჲ მოიგეს ნაწილი ზეცისა კეთილთაჲ, არამედ იყვნეს ყოვლითურთ მიწა და ქუეყანისა საქმეთა დამონებულ. რამე-თუ ვინაჲთგან წარმოუთხრა ბრძოლანი იგი ბოროტნი და ტყუეობანი, რომელნი შემთხუევად იყვნეს ჰურიათადა, რაჲთა ცნან, ვითარმედ აქაცა ძჳრი შეემთხჳოს და მუნ იტანჯნენ, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: იტყებდენ და რჩეულთაგან განეშორნენ და მიეცნენ გეჰენიასა ცეცხლისასა. ამათ სიტყუათა მიერ მოწაფეთა გულსა მხიარულ-ჰყოფს, რაჲთა ცნან, რაოდენთა ბოროტთაგან იჴსნებიან და რაბამთა კეთილთა მიემთხუევიან.

ხოლო ვინაჲთგან ესრეთ ცხად და ბრწყინვალე და დიდებულ არს მოსლვაჲ მისი, რაჲსათჳს ანგელოზთაღა მიავლენს წოდებად რჩეულთა მათ? ესე ამისთჳს, რაჲთა უმეტესად პატივ-სცეს მათ ამითცა სახითა. ხოლო პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღრუბლითა აღიტაცნენო“. აწ უკუე საცნა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“ (24,4-6).:

...დ“. ესე იგი არს, რომელი აწ გაუწყე და მიგითხარ. არამედ მოწევნამან მან განსაცდელთამან ვერ უძლოს სიტყუათა ჩემთა დაჴსნად ანუ ქადაგებისა მის შერყევად. ხოლო ვინაჲთგან ესმა მოწაფეთა, ვითარ-იგი ჰრქუა უფალმან ჰურიათა, ვითარმედ: „არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“, და ამის გამო ჰგონებდეს, თუ დარღუევასა თანა და მოოჴრებასა იერუსალჱმისასა მეყსეულად აღსასრულიცა სოფლისაჲ იქმნების, ამისთჳს ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ ესევითარი აქუნდა მათ გულისსიტყუაჲ მათისა მის კითხვისაგან, გულისჴმა-ყავთ, რამეთუ ესრე ჰრქუეს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე?“ ესე იგი არს, ოდეს იყოს მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲო და „რაჲ არს სასწაული შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ ხოლო თავადმან არა მათისა მის სიტყჳსა მისცა მეყსეულად პასუხი, არამედ რაჲ-იგი პირველად ყოფად იყო, მიუთხრა და მოსლვაჲ იგი მაცთურთაჲ აუწყა და განაკრძალნა მათგან, და მერმე მოოჴრებისათჳს იერუსალჱმისა მოასწავა, და უკუანაჲს თჳსისა მისთჳს დიდებულისა მეორედ მოსლვისა შემოიღო სიტყუაჲ. „ეკრძალენითო, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ...

სრულად ნახვა