მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:38

37. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართეუნი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ!38. აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად.39. რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
სახარებაჲ მათესი თავი 23
38. აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, ვითარმედ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს. ხოლო ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ წინაჲსწარმეტყუელა, რამეთუ მღდელთმოძღუარი იყო“ (11,49-51).:

...ამას ყოველსა ზედა ჯერეთ მადლი იყო მათ ზედა სულისა წმიდისაჲ მცირედრე. ვინაჲთგან უკუე განჰმარტნეს ჴელნი მათნი ქრისტეს ზედა, მაშინ სრულიად დაუტევნა იგინი და მივიდა მოციქულთა მიმართ. და ესე გამოაჩინა განპებამან მან კრეტსაბმელისამან და სიტყუამან ქრისტესმან, რომელ თქუა: „აჰა ესერა დაუტევნეთ სახლნი თქუენნი ოჴრად“; ; და კუალად იოსიპოსცა, რომელი შემდგომად ქრისტესა მცირედისა ჟამისა იყო, თქუა ანგელოსთა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ თანა, და დაუტევნეს იგინი, რამეთუ ვიდრემდის ვენაჴი იგი დგა, ყოველივე იქმნებოდა, ხოლო რაჟამს მკჳდრი იგი ვენაჴისაჲ მოკლეს, მიერითგან წარწყმდეს იგინი. და ვითარცა სამოსელი ბრწყინვალჱ მონისაგან განდგომილისა, ესრეთ აღსძარცუა ქრისტემან მადლი თჳსი ჰურიათაგან და შეჰმოსა წარმართთაგანთა მათ ერთგულთა მონათა თჳსთა და იგინი დაუტევნა შიშულად და ობლად. ხოლო ესეცა არა მცირე იყო, რამეთუ მტერი წინაჲსწარმეტყუელებდა ესევითართა წინაჲსწარმეტყუელებათა, რამეთუ გონებით სხუასა სახესა ზედა იყო და წინააღმდგომი მისისა ნებისაჲ იქმნა, რამეთუ ვინაჲთგან იგი მოკუდა, ამისთჳს საუკუნოჲსა საშჯელისაგან განთავისუფლდეს მორწმუნენი. და ვითარცა წერილ არს, შემოკრიბნა შორიელნი და მახლობელნი და ყოველნი ერთგუამ-ყვნა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არარას ვიტყჳ, არამედ ვითარცა მასწავა მამამან, მასცა ვიტყჳ. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს და არა დამიტევა მე მარტოჲ“ (8,28-29).:

...თვე ესაიაცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „მივსცნე უკეთურნი დაფლვისა წილ მისისა“; და დავით იტყჳს, ვითარმედ: „მა-შინ ეტყოდის მათ რისხვითა მისითა“; და თავადი იტყოდა: „აჰა ესერა დაუტევნეთ სახლნი თქუენნი ოჴრად“. ; და იგავნიცა იგი მისნი ამასვე მოასწავებენ, რომელ-იგი ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲ უყოს მუშაკთა მათ უფალმან მან მის ვენაჴისამან? რამეთუ ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს“. ; ; ჰხედავა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ამათ სიტყუათა ეტყოდა, რომელ არღა ჰრწმენა მისი? თუ არა, უკუეთუ თჳთ ეგულების წარწყმედაჲ მათი, ვითარცა ეგულებისცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მომგუარენით აქა, რომელთა არა ენება მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, და მოსწყჳდენით წინაშე ჩემსა“. და ვინაჲთგან თჳთ არს ჴელმწიფჱ წარწყმედასა ზედა მათსა, რაჲსათჳს არა თავისა თჳსისა საქმედ უწესს ამას, არამედ მამისა? საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მათისა უძლურები...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).:

...ეტყუელთა ზედა ყოველთა მიერ აღსაარებულ არს, ვითარმედ სულისა წმიდისა მოცემაჲ იყო. და რაჲ არს უკუე ესე სიტყუაჲ? ისმინეთ უკუე, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიეცა სული წმიდაჲ, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოკლებულ იყო ქუეყანით მიერ დღითგან, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა დატევებულ იყოს სახლი თქუენი ოჴრად“, ; და უწინარეს მის სიტყჳსაცა ეწყო მოკლებად ამას, რამეთუ არღა იყო მათ შორის წინაჲსწარმეტყუელი, არცა მადლი იგი მოვიდოდა მათ ზედა, ვინაჲთგან უკუე მოკლებულ იყო სული წმიდაჲ. და ეგულებოდა მოსლვად მდიდრად და ძლიერად, ხოლო ამის მოსლვისა დასაბამი ჯუარს-ცუმისაგან იქმნა და მადლთა მათ დიდ-დიდთა მოცემისა, რამე-თუ უსაკჳრველეს იყო ნიჭი იგი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა უწყი-თა, რომლისა სულისანი ხართ?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არა მიგიღებიეს სული მონებისაჲ, არამედ სული შვილებისაჲ“; რამეთუ ძუელთა მათ აქუნდა სული წმიდაჲ, გარნა სხუათა ვერ მისცემდეს, ხოლო მოციქულთა მრავალნი ბევრნი აღავსნეს. და ვინაჲთგან ესევითარისა მადლისა მოღებაჲ ეგულებოდა, და ესევითარი იგი მადლი არღა იყო მოცემულ, ამისთჳს იტყჳს, ვითარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ხედავთ სამე ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირ-ღუეს“ (24,1-2).:

...ა წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ხედავთ სამე ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირ-ღუეს“ (24,1-2).

ვინაჲთგან ზემო თქუა უფალმან ჰურიათა მიმართ, ვითარმედ: „დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად“, და სხუანი იგი მრავალნი ძნელოვანნი მოწევნადნი მათ ზედა აუწყნა, ესმა ესე ყოველი მოწაფეთა და უკჳრდა. ამისთჳს მოუჴდეს მას და უჩუენებდეს შენებასა მის ტაძრისასა, ვითარცა განკჳრვებით, უკუეთუ ნანდჳლვე ესოდენი შუენიერებაჲ და ჴელოვნებანი იგი ნაქმართანი და ნივთნი იგი დიდფასისანი ოჴრებად მიეცნენ. ხოლო უფალმან განცხადებულად ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ხედავთ სამე ამას ყოველსა“ და გიკჳრს? „ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირღუეს“.

ნუუკუე თქუას ვინმე, ვითარმედ: იპოებიან აწცა ადგილნი მის ტაძრისანი, არა სრულიად დარღუეულნი; ვითარ უკუე იტყჳსო, თუ: „არა დაშ-თეს ქვაჲ ქვასა ზედა“? და რაჲ არს ესე? ამისგან სიტყუაჲ მისი არა დავარდების, რამეთუ მას ადგილსა, სადა მაშინ უფალი დგა და ესე სიტყუაჲ თქუა, არა დაშთომილ არს ქვაჲ ქვასა ზედა ვიდრე საფუძველადმდე; ხოლო სხუათა ადგილთა დაღაცათუ მცირედი რაჲმე ჩანს კედლები, არამედ იგიცა დარღ...

სრულად ნახვა