მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:37

36. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.37. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართეუნი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ!38. აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად.
სახარებაჲ მათესი თავი 23
37. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართეუნი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ!
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაჲსწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა! რავდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა შეიკრიბნის მფრინველმან მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა, და არა ინებეთ!“ (23,37).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს ჭეშმარიტსა მას განმართლებასა თავისა თჳსისასა, ვითარ ყოვლით კერძო ენება წყალობაჲ ქალაქისა მის და მკჳდრთა მისთაჲ, ვიდრეღა ესოდენთა წინაჲსწარმეტყუელთა კლვასა ზედაცა არა ინება სრულიად გარემიქცევაჲ წყალობისა თჳსისაჲ, არამედ მარადის იღუწიდა მათ და განბნეულებასა მათსა შეჰკრებდა. ხოლო მათ არა ინებეს, არამედ კუალად ცოდვითა თჳსითა განაბნევდეს თავთა თჳსთა. და მოიღებს სახედ მოწყალებისა თჳსისა მფრინველთა სიყუარულსა მართუეთა მიმართ, რამეთუ დიდ არს სიყუარული მათი, და მარადის წინაჲსწარმეტყუელნი სახესა ამას მოიღებენ, ვითარცა მოსე იტყჳს და დავით და სხუანი მრავალნი. ისმინეთ უკუე შემდგომიცა:

მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:37-39 — გოდება იერუსალიმზე:

37-39. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართეუნი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ! აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად. რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. - იერუსალიმის სახელს იმეორებს, წუხს მის გამო და თანაგრძნობით უხმობს. ემუქრება რა მომავალი სასჯელით, უფალი თავს იმართლებს, ვითარცა საყვარელი ადამიანის წინაშე, რომელმაც მისი სიყვარული უარყო; ბრალს დებს მას მკვლელობაში და იმაშიც, რომ თუმცა მისი შეწყალება ბევრჯერ უნდოდა, მაგრამ თვითონვე არ მოისურვა. იერუსალიმმა ეშმაკს მოუსმინა, ვინც მას განაბნევდა და ჭეშმარიტებას განაშორებდა და არ შეიწყნარა უფალი, რომელიც შეკრებდა, რადგან არაფერი ისე არ განგვაშორებს უფალს, როგორც ცოდვა, ისევე როგორც ღმერთთან კეთილ სინდისს მივყავართ. თავის დიდ სიყვარულს უფალი ფრინველის მაგალითით წარმოაჩენს. მაგრამ, - ეუბნება იგი მათ, - რადგან არ მოისურვეთ, ტაძარს ცარიელს დავტოვებ....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).:

..., იგინი წარწყმდეს“; და ოსე წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „დაივიწყე შჯული უფლისა ღმრთისა შენისაჲ, დაგივიწყო მეცა“; და თავადი უფალი იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და თქუენ არა ინებეთ!“ ; და ესაია კუალად იტყჳს: „მოვედ, და არა იყო კაცი, უწოდე, და არა იყო, რომელმანმცა მისმინა“. ხოლო ამას ყოველსა იტყჳან, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ დასაბამსა ღმრთისა დატევებისასა და მიზეზ ვიქმნებით წარწყმედისა ჩუენისა, რამეთუ ღმერთსა არა თუ ოდენ არა ჰნებავს დატევებაჲ და ტანჯვაჲ ჩუენი, არამედ ოდეს გუტანჯვიდეს, მასცა არა ნებსით, არამედ უნებლიაჲთ იქმს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ“; და ქრისტეს ეგულებოდა რაჲ იერუსალჱმისა წარწყმედაჲ, ცრემლოვოდა მას ზედა, რომელსა ჩუენ ვიქმთ მოყუარეთა ჩუენთა ზედა.

სწავლაჲ ჲჱ: სიყუარულისათჳს

ამისთჳს უკუე, რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ, რაჲთა არა დატევ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).:

...ეს იგი, მიერითგან არღარად საჴმარ იყო მათ თანა დადგრომაჲ, რამეთუ მათ თჳთ იჯმნეს და თქუეს, ვითარმედ: „არა გჳვის მეუფჱ, გარნა კეისარი“. მერმე უკუე დაუტევნა იგინი, რამეთუ მათ დაუტევეს იგი. ამისთჳს იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთ“. ; ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მარცუალი იფქლისაჲ არა დავარდეს ქუეყანასა ზედა და მოკუდეს“ (12,24)?

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჯუარს-ცუმისათჳს თქუა, რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ: რაჟამს წარმართნიცა მოუჴდეს, მაშინ მოიკლა. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: თჳთ სიკუდილმან ჩემმან უმეტესად მოიყვანნეს იგინი, და აღორძნეს ქადაგებაჲ ჩემი“. და მერმე საქმჱცა ესე სახედ მოარ-თუა, რამეთუ: იფქლსაცა ზედა ესე იქმნების, და სიკუდილითა თჳსითა უმეტესსა ნაყოფსა მოიღებს. უკუე არა ჩემ ზედა უფროჲს იქმნესა ესე?

სწავლაჲ ჲვ სარწმუნოებისათჳს მართლისა

ხოლო ესე სიტყუაჲ პავლეცა აჴსენა, რაჟამს აღდგომისათჳს იტყოდა. აწ უკუე რაჲ შენდობაჲ პოვონ, რომელნი აღდგომასა ურწმუნო იყვნენ, ვინაჲთგან სახჱ მისი მარადღე თესლთა მიერ და ნერგთაცა გამოჩ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარდამოვჴედ, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“ (6,38).:

...თაჲ ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“. რაჲ არს უკუე ნებაჲ მამისაჲ? რაჲთა არა წარწყმიდოს მათგანი ერთიცა. ხოლო ესე შენცა გნებავს, უფალო! არა არს უკუე შენი ნებაჲ სხუაჲ და მამისაჲ სხუაჲ. რამეთუ ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, და არა ინებეთ!“ ; რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს? გარნა ესე არს, ვითარმედ: არა თუ ამისთჳს მოსრულ ვარ, რაჲთამცა სხუაჲ რაჲმე ვქმენ, რომელი მამასა არა ჰნებავს, და არა თუ მე სხუაჲ რაჲმე ნებაჲ მაქუს, რომელი მამასა არა აქუს, რამეთუ „ყოველივე მამისაჲ ჩემი არს, და ჩემი მამისაჲ არს“. აწ უკუეთუ ყოველივე მამისაჲ და ძისაჲ ზოგადი არს, კეთილად სამე იტყჳს, ვითარმედ: „არა მოვედ, რაჲთამცა ჩემი ნებაჲ ვქმენ“, რამეთუ არცა მაქუსო ნებაჲ, რომელი მამასა არა ჰნებავს. ხოლო ესე აქა არა თქუა, თუ: ყოველივე მამისაჲ ჩემი არს, ხოლო დასასრულისა კერძსა იტყჳს ამას, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მაღალთა მათ საქმეთა ჯერეთ ჰფარვიდა და არა უთხრობდა; და ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ უკუეთუმცა ეთქუა, თუ: ესე არს ნებაჲ ჩემი, შეურაცხმცაეყო სიტყუაჲ მისი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მეცა მისსავ...

სრულად ნახვა