მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:32

31. ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი.32. და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ.33. გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა?
სახარებაჲ მათესი თავი 23
32. და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შენუთუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა“ (21,37).:

...პატივისა მისგან ძისა შეკდემაჲ უჴმდა, შევრდომაჲ თანაედვა და შენდობისა თხოაჲ პირველქმნილთა მათ ბოროტთაჲ. ხოლო იგინი უძჳრესისა მიმართ საქმისა აღიჭურ ნეს, რამეთუ ესე საქმე მათი არს, მარადის უკუანაჲსკნელითა პირველთა ბოროტთა დაჰფარვენ, ვითარცა უფალი ეტყოდა, ვითარმედ: „აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ“; და ზემოჲთვე წინაჲსწარმეტყუელნი ამას აბრალობდეს, ვითარმედ: „ჴელნი თქუენნი სისხლითა სავსე არიან“. დაღაცათუ პირველ ყოვლისა ესე მიიღეს მცნებაჲ, ვითარმედ: „არა კაცჰკლა“, არამედ ბოროტი იგი ჩუეულებაჲ თჳსი არა დაუტევეს. ამისთჳსცა ისმინეთ, რასა იტყჳან უშჯულონი იგი და არაღირსნი ცხორებისანი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ იხილეს ძე იგი მისი და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი“ (21,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი : რაჲსათჳს იქმთ ამას, ჵ უშჯულონო და ქედფიცხელნო და ღმრთისა მოძულენო, რაჲ საბრალობელი ჰპოეთ მის თანა დიდი, გინა თუ მცირე? კეთილი გიყო თქუენ და პატივ-გცა; ღმერთი იყო და არს და თქუენთჳს კაც იქმნა; სასწაულნი ბუნებათა უაღრესნი აღასრულნა თქუენ შორის, ცოდვათა შენდობასა მოგცემდ...

სრულად ნახვა