მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:27

26. ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა.27. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა.28. ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა.
სახარებაჲ მათესი თავი 23
27. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (1,1).:

...ერი, მისისა მის წმიდისა სულისა მიერ ჩუენდა მოსრული, არამედ არა არს აქა ამაოჲ სიტყუათა სიმრავლჱ და შეწყობილებაჲ უსარგებლოჲ, არამედ ძალი უძლეველი სარწმუნოებისა მართლისაჲ და საუნჯჱ ურიცხუთა კეთილთაჲ.

ხოლო ამაოთა მათ ფილოსოფოსთა თქუმულნი ვითარცა სამარენი არიან, გარეთ შემკულნი და შინაგან სიმყრალითა სავსენი. უკუეთუ სიტყუათა შეწყობილებაჲ აღიღო, იხილო მუნ ფრიადი სიმყრალჱ საქმეთაჲ და საძაგელებაჲ ურიცხჳ; და უფროჲსად, რაჟამს სულისათჳს იტყოდიან და უზომოდ პატივ-სცემენ მას, და მერმე მოიქცევიან და ჰგმობენ მას. რამეთუ ესრეთ არს ეშმაკისა საბრჴჱ, რომელ არასადა უტეობს საზომსა ზედა დადგომად, არამედ ანუ უზეშთაეს ზომისა აღამაღლებს, ანუ უზეშთაეს ზომისა დაამდაბლებს მორჩილთა მისთა. არამედ ჩუენ დაუტევნეთ მათთა საქმეთა ბილწებანი, რამეთუ ესეცა, რომელ ვთქუთ, მათთჳს უჴმარვე იყო, გარნა რაჲთა სცნათ მათი იგი ბილწებაჲ. არამედ აწ ჩუენთა ამათ სიტყუათა ვიწყოთ თქუმად, რომელნი ზეცით მოივლინნეს ჩუენდა, და არარაჲ არს მათ შორის კაცობრივი.

ხოლო აწ მოვედით და სიტყუანი იგი შორის შემოვიხუნეთ, რომლისათჳს პირველცა გევედრე და აწცა გევედრები, რაჲთა კეთილად ისმინოთ, რაჲ არს უკუე დაწყებაჲ სიტყუათა ამათ მახარებელისათაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუ...

სრულად ნახვა