მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:24

23. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი არა დატევებად.24. წინამძღუარნო ბრმანო, რომელი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ!25. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა.
სახარებაჲ მათესი თავი 23
24. წინამძღუარნო ბრმანო, რომელი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ!
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა და აქლემსა შთანსთქამთ! ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი გასწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, და შინაგანი სავსე არს ნატაცებითა და არაწმიდებითა. ფარისეველნო ბრმანო, განწმიდეთ პირველად შინაგანი სასუმელისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი წმიდაჲ“ (23,24-26).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება გამოჩინებად, ვითარმედ არარაჲ სავნებელ არს ყოვლადვე, არცა საბრალობელ უგულებელს-ყოფაჲ ჴორციელთა განბანა-თა და მეწმინდურობათაჲ, ხოლო სულიერთა ბიწთა არაგანწმედაჲ დიდისა სასჯელისა ღირს არს, და სათნოებათა არამოგებაჲ დიდად საბრალობელ არს. ამისთჳს ბურნაკად უწოდა განბანათა მათ ჴორციელთა, რომელსა ჩუეულ იყვნეს ჰურიანი, ვითარცა იტყჳს მარკოზ მახარებელი, ვითარმედ: „უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანიან, არა ჭამიან“. და სხუაჲ მრავალ არს, რომელ მოეღო მოძღურებაჲ ხუცესთაგან: „განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტომანებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ“; ესე ყოველი უნდო იყო და არარაჲ, ამისთჳს ბურნაკად უწოდა.

ხოლო ბილწებათა მათ ცოდვისათა, რომელნი სულსა შეაგინებდეს, აქლემად სახელ-სდვა, რამეთუ დიდ იყო სავნებელი მათი. ამისთჳს თქუა: „რომელნი დასწურავთ ბურნაკსა და აქლემსა შთანსთქამთ“. რამეთუ მცირენი იგი მცნებანი დიდთათჳს განწესებულ არიანო, ხოლო ვინაჲთგან დიდნი იგი შეურაცხ-გიყოფიან, „სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“ და მსგავსნი ამათნი, ცუდ არს და ამაო...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:23-24 — სჯულის უმთავრესი და მეორეხარისხოვანი:

23-24. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი არა დატევებად. წინამძღუარნო ბრმანო, რომელი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ! - კვლავ კიცხავს მათ, ვითარცა უგუნურებს იმის გამო, რომ მცნებათაგან რაც მნიშვნელოვანია, იმას არაფრად აგდებდნენ, ხოლო უმნიშვნელოთა დაცვას კი ზუსტად ცდილობდნენ. მაგალითად, არ გამორჩებოდათ შეწირვა ძირაკის მეათედისა, ხოლო უკეთუ ვინმე ამგვარი დაწვრილმანებისათვის გაკიცხავდა, მყისვე უპასუხებდნენ, რომ ამას სჯული მოითხოვდა. უმჯობესი და ღმრთისთვის უფრო სათნო კი ის იქნებოდა, რომ ხალხისაგან სამართალი, წყალობა და სარწმუნოება მოეთხოვათ. და სამართალი რაღა არის? არა ქმნა უსამართლობისა და უგუნურებისა, არამედ ყოველივეს განსჯა გონივრულად. ამგვარ განსჯას მყისვე წყალობა მოსდევს, რადგან ვინც ყოველივეს სამართლიანად აკეთებს, მან ისიც იცის, ვინ უნდა შეიწყალოს, მოწყალებას კი რწმენა მოჰყვება. მოწყალე სრულიად დარწმუნებულია, რომ არაფერს კარგავს, არამედ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღესრულა, და რაჲთა აღესრულოს წერილი, თქუა: მწყურის“ (19,28).:

...ი და განუტევა სული“ (19,30). იხილე აქა ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ჩუენ ოდეს მივსცეთ სული, მაშინ მიდრკების თავი, ხოლო აქა თჳთ ოდეს ინება, მიიდრიკა თავი და განუტევა სული. და ამით ყოვლითა გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ უფალ ყოვლისა იყო. არამედ ჰურიანი კუალად რომელნი-იგი აქლემსა შთასთქმიდეს და ბურნაკსა წურვიდეს, ესევითარი საშინელი საქმჱ ექმნა, და დღისა მისთჳს გამოძიებასა იქმოდეს და ეკრძალებოდეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ჰურიათა, რაჲთა არა დაადგრენ გუამნი იგი შაბათადმდე ჯუარსა ზედა, რამეთუ იყო დიდ დღჱ იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა განუტეხნენ წჳვნი მათნი და აღიხუნენ“ (19,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ ძლიერ არს ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ საქმეთა მათ მიერ, რომელთა იგინი მოსწრაფე იყვნეს, წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღესრულებოდა. რამეთუ მო-რაჲ-ვიდეს მჴედარნი, სხუათა მათ ორთა წჳვნი შემუსრნეს, ხოლო იესუჲსნი - არა, არამედ ჰურიათა მომადლებისათჳს ლახურითა უგუმირეს გუერდსა1 და მკუდარსა მას გუამსა ჰგუემდესვე. ჵ შეგინებული იგი და ბილწი გონებაჲ! არამედ ნუ შეჰშფოთნები, ნუცა მჭმუნვარე იქმნები, საყუარელო, რამეთუ რომელსა იგინი იქმოდეს გონებითა უკეთურითა, იგი ყოველი ჭეშმარიტებასა შეეწეოდა, რამეთუ ესეცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იყო, რომელი იტყოდა: „ი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიიყვანეს იგი კაიაფაჲსით პილატესა“ (18,28).:

...ნთა მათ ჟამთა ღამისათა კაიაფაჲს მიერ განიკითხვოდა, და ვერარას ამხილებდეს იგინი. არამედ შენ იხილე სიბრმჱ ჰურიათაჲ, რამეთუ უბრალოჲ იგი შეიპყრეს საჭურველითა და ენება მოკლვად და არა შეიკდემდეს და სამშჯავროდ არა შევიდოდეს, „რაჲთა არა შეიგინნენო“ (18,28), რომელნი-იგი აქლემსა შთანსთქმიდეს და ბურნაკსა წურვიდეს. უსამართლოდ მოკლვაჲ უფლისაჲ არა აქუნდა ბრალად და სამშჯავროდ მოსლვაჲ ბრალად შეერაცხა. ხოლო მათ რაჲსათჳს არა მოკლეს, არამედ პილატესა მიავლინეს? გარნა რამეთუ ფრიადი ჴელმწიფებაჲ მათი დაჴსნილ იყო, რაჟამს საქმენი ჰრომთა ჴელმწიფებისანი იყვნეს, და ეშინოდა, ნუუკუე საჯნენ იგინი. ; (19,6-7)

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გამოვიდა მათა პილატე გარე და ჰრქუა: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისთჳს?“ (18,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა ჭეშმარიტებასა, ვითარ ბრწყინვალე არს? რამეთუ მანცა ცნა, ვითარმედ ამაოდ შეასმენდეს. ამისთჳს ჰკითხვიდა, რამეთუ ბოროტად უჩნდა, უკუეთუმცა საშჯელი მათი საჯეს და ტანჯვაჲმცა მას მისცეს. ხოლო ისმინენ სიტყუანიცა მათნი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა არა იყო ესე ბოროტისმოქმედი, არამცა მიგუეცა შენდაო“ (18,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ! და რად არა ამხილებთ ბორ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:

...წარვე უკუე სიტყჳთა ამით ამხილებს ცთომილებასა მათსა, რომელთა ეგულებოდა ბრალობაჲ და განკითხვაჲ მოციქულთაჲ უცოდველთა მათთჳს საქმეთა, ვითარ-იგი იყო არამარხვაჲ შაბათისაჲ და უბანელითა ჴელითა ჭამაჲ და მეზუერეთა თანა ჯდომაჲ და სხუაჲ ესევითარი, რომლისათჳსცა ეტყოდა, ვითარმედ: „დასწურავთ ბურნაქსა და აქლემსა შთანთქამთ“.

და მერმე ყოველთა მიმართცა კაცთა ჰყოფს რჩულის-დებასა ამას კე-თილსა, გარნა წესსა ზედა თჳსსა და სამართალსა, რამეთუ პავლეცა რაჟამს თქუა, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“ და ვითარმედ: „ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა განიკითხავთ“, მათდა მიმართ თქუა, რომელნი უზეშთაესთა თჳსისა საზომისათა განიკითხვიდეს საქმისათჳს არაგანსაკითხავისა. რამეთუ არა თუ ესრეთ განჩინებულად და განუყოფელად თქუა, ვითარმედ არა ჯერ-არს განმართებაჲ შეცოდებულთაჲ, არცა ყოველთა მიმართ იყო შერისხვაჲ მისი, არამედ მოწაფეთა ჰკდემდა, რომელნი მოძღუართა განიკითხვიდეს, და რომელნი ბევრეულთა ბოროტთა თანამდებ იყვნეს და უბრალოთა შეასმენდეს და ძჳრსა იტყოდეს.

ეგრეთვე უფალი ჩუენი იესუ ქრისტეცა ესევითართავე პირთა მიმართ ჰყოფს სიტყუასა ამას, რაჲთა რომლისადა არა რწმუნებულ იყოს განკითხვაჲ მეორისაჲ, არცა მამაჲ იყოს მისი, არცა მოძღუარი, და ხედვიდეს თავსა თჳსსა თანამდებად უმ...

სრულად ნახვა