ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდესი სასშჯელი“ (23,13).
ნაყროვანებისა მათისა გარდამატებულებასა ამხილებს. და უძჳრესი ესე იყო, რომელ არა თუ მდიდართაგან მოჰრეწდეს ნივთსა მუცელთა მათ-თა აღვსებისასა, არამედ ობოლთაგან და ქურივთა, რომელთა უმეტესად ჴელის-აპყრობაჲ თანაედვა. და სახე ესე ანგაჰრებისა მათისაჲ ვითარ ბოროტ არს, ისმინეთ!
„მიზეზითაო განგრძობილად ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდესი სასჯელი“. რამეთუ ყოველივე მოქმედი ბოროტისაჲ ღირს სატანჯველისა არს, ხოლო რომელმან მიზეზად ბოროტის-ყოფისა თჳსისა წესი და სახე ღმრთისმსახურებისაჲ მოიღოს, ფრიად უძჳრესი სასჯელი მიიღოს მან, ვითარცა უშჯულონი იგი იქმოდეს. ამისთჳს განაქიქებს უფალი უკურნებელსა მას უკეთურებასა მათსა, რაჲთა განაკრძალოს ერი იგი საქმეთა მათთაგან, რაჲთა არა პატივისა მისთჳს მათისა ბაძვად საქმეთა მათთა მოვიდენ. ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: „საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“, ამისთჳს აწ აჴსენებს საქმეთა მათთა, რაჲთა...