მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:12

11. ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ.12. ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.13. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი.
სახარებაჲ მათესი თავი 23
12. ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲე სიმდაბლისათჳს და ამპარტავანებისა:

...ი, რომელნი მის მიერ შეურაცხ-იყვნეს, უმეტეს მზისა ბრწყინვენ, რომელნი მან, ვითარცა უნდონი, მოსწყჳდნა, კამარათა ცისათა უმაღლეს არიან და ანგელოზთა თანა წინაშე საყდარსა მას დიდებისასა დგანან. ამისთჳს იტყოდა უფალი: „ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“.

ისმინეთ სხუაჲცა სახე ამის პირისაჲ: ვინ არს მდაბალ და უნდო და შეურაცხ, რომელსა შეეწეოდის ღმერთი ანუ რომელსა ჰბრძოდის? საცნაურ არს, ვითარმედ რომელსა ჰბრძოდის ღმერთი, იგი არს უდარეს და უსაწყალობელეს ყოველთა კაცთა. ისმინე უკუე წერილისაჲ, რასა იტყჳს: „უფალი ამპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“. და კუალად ესეცა გკითხო: ვინ უმაღლეს არს, რომელი შესწირვიდეს დღითი-დღე ღმრთისა შესაწირავთა სათნოთა ანუ რომელი შორს განვრდომილ იყოს მისგან? ისმინე უკუე, ვითარ მდაბალი, ვი-თარცა მღდელი, მარადის მსხუერპლსა ქებისასა შესწირავს ღმრთისა, „მსხუერპლ ღმრთისა არსო სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“. იხილეა ამისი სიწმიდე? მიხედენ აწ სიხენეშესა ამპარტავანისასა: „საძაგელ არსო წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გუ...

სრულად ნახვა