თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო თქუა: „ვითარ გგონიეს თქუენ ქრისტესთჳს?“ და არა თქუა, თუ: ვითარ გგონიეს ჩემთჳს? ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“, და არა თქუა, თუ: მე ვარ. რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, ვითარმედ იგი არს, და სიტყუაჲ არა საჴმარ იყო, უფროჲსად მოწაფეთა მიმართ, რომელნი თჳსი-თა პირითა წამებდეს, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოელისაჲ“.
ხოლო ესეცა ვთქუა ამას ადგილსა: რაჲ-მე ყონ ანუ რაჲ მოგჳგონ მათ, რომელნი ჰპოებენ წერილთა შინა მამისათჳს, ვითარმედ: „ერთ არს ღმერთი“; და „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, და მოიღებენ სიტყუათა მათ წამებად დაკნინებისათჳს მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა? იტყოდინღა: არა წინამძღუარ არს მამაჲ? ჰე, ჭეშმარიტად, და ვინმცა იკადრა ამისა უარ-ყოფად. ხოლო აწ ესერა თქუა უფალმან, ვითარმედ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“.
აწ უკუე, ვითარცა სიტყუაჲ ესე, თუ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი -...