მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22:4

3. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად.4. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.5. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა.
სახარებაჲ მათესი თავი 22
4. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. პავლეს ცეცხლოვანი სიყვარული ქრისტესადმი:

...ელი და ჯეროვანი შეყვარების ღირსება — ესაა ზეცის სასუფეველი, ესაა ნეტარებით ტკბობა, ამაშია უთვალავი სიკეთე. ჩვენი სიყვარული მისადმი მაშინ იქნება გულწრფელი, როცა მისადმი სიყვარულისთვის მოყვასისადმიც სიყვარულს გამოვიჩენთ, — „ამათ ორთა მცნებათა, — თქვა მან, — ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან" (), — ანუ იმაში, რომ შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი გულით, მთელი ძალით, მთელი გონებითა და მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ეს არის მთავარი ყველა სათნოებათაგან, ეს არის საფუძველი ღვთის ყველა მცნებისა. ღვთისადმი სიყვარულს თავისთავად ერთვის მოყვასისადმი სიყვარულიც, რადგან ვინც ღმერთს უყვარს, ის თავის ძმას არ უგულებელყოფს, ის სიმდიდრეს თავის თანამოძმეზე არ ამჯობინებს, არამედ ყოველგვარ სიკეთეს გაუწევს მას, იმის მოხსენიებით, ვინც თქვა: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (). ვინც ფიქრობს, რომ მოყვასისთვის გაწეულ სამსახურს ყოველთა უფალი თავისთავს მიაწერს, ის ყველაფერს დიდი მოშურნეობით იქმს, წყალობაში მთელ თავის გულუხვობას გამოავლენს, არა მის წინაშე წარმდგარი ადამიანის სიღარიბეს შეხედავს, არამედ იმის სიდიადეს, ვინც ღარიბთათვის გაწეული საქმე თავისთავისთვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურ-თიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,12).:

...5,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა სიყუარულსა ღმრთისასა, ვითარ შეერთებულ არს ჩუენისა სიყუარულისა? ამისთჳსცა ოდესმე ორთა მცნებათა იტყჳს და ოდესმე - ერთსა, რამეთუ შეუძლებელ არს, უკუეთუმცა ერთი იგი ვისმე აქუნდა და არამცა მეორჱ შეუდგა მას. რამეთუ ოდესმე იტყჳს, ვი-თარმედ: „ამას ჰკიდავს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; და ოდესმე იტყჳს: „ვითარ გნებავს თქუენ, რაჲთა გიყოფდენ კაცნი, თქუენცა ჰყოფდით მათა მიმართ, რამეთუ ესე არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; ; და: „აღსრულებაჲ შჯულისაჲ სიყუარული არს“, რომელსა აქაცა მოასწავებს. რამეთუ უკუეთუ დადგრომაჲ სიხარულისაჲ სიყუარულისაგან არს, ხოლო სიყუარული დამარხვისაგან მცნებათაჲსა იქმნების, ხოლო მცნებაჲ იგი არს, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ დადგრომაჲ ღმრთისა თანა ურთიერთას სიყუარულისაგან იქმნების. ხოლო არა ესრეთ ლიტონი სიყუარული თქუა, არამედ სახჱცა მისი გამოაჩინა, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“. კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა სიძულილისაჲ არს წარსლვაჲ მისი მათგან, არამედ სიყუარულისაჲ. და უფროჲსად უჴმდა განკჳრვებაჲ ამისთჳს, რამეთუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (1,10).:

...დი ქრისტე იტყჳს: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ჩემი, და იხილა და განიხარა“. და დავითისთჳს კუალად ჰურიათა ამხილებდა და იტყოდა, ვითარმედ: „დავით სულითა უფლად სახელ-სდებს მას და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“. ; ; და კუალად მრავალსა ადგილსა მოსეს აჴსენებს მათა მიმართ, და კუალად სხუათა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთათჳს მოციქული პეტრე იტყჳს, ვითარმედ: „სამოელითგან და ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა იცოდეს ქრისტჱ და მოსლვასა მას მისსა ქადაგებდეს“. ხოლო იაკობს და მამასა მისსა, ვითარცა პაპსაცა, ესრეთ ეჩუენებოდა და ეტყოდა და მრავალსა კეთილსა აღუთქუმიდა მიცემად, რომელი-იგი აღასრულაცა. ხოლო ვითარ იგივე კუალად თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა სწადოდა ხილვად, რომელსა ჰხედავთ თქუენ, და ვერ იხილეს, და სმენად, რაჲ-ესე თქუენ გესმის, და არა ესმა”? ხოლო რაჲსათჳს, ნუუკუე არა მიიღესა გულისხმის-ყოფაჲ და იცნეს იგი? ჰე, ფრიადცა კეთილად იცნეს, და ესე ს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“ (23,10).:

...აცა მამაჲ, არამედ ჭეშმარიტი მამაჲ არავინ არს, გარნა ღმერთი, რამეთუ იგი არს მიზეზი ყოველთა მოძღუართა და მამათაჲ. და კუალად იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“ (23,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო თქუა: „ვითარ გგონიეს თქუენ ქრისტესთჳს?“ და არა თქუა, თუ: ვითარ გგონიეს ჩემთჳს? ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“, და არა თქუა, თუ: მე ვარ. რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, ვითარმედ იგი არს, და სიტყუაჲ არა საჴმარ იყო, უფროჲსად მოწაფეთა მიმართ, რომელნი თჳსი-თა პირითა წამებდეს, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოელისაჲ“.

ხოლო ესეცა ვთქუა ამას ადგილსა: რაჲ-მე ყონ ანუ რაჲ მოგჳგონ მათ, რომელნი ჰპოებენ წერილთა შინა მამისათჳს, ვითარმედ: „ერთ არს ღმერთი“; და „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, და მოიღებენ სიტყუათა მათ წამებად დაკნინებისათჳს მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა? იტყოდინღა: არა წინამძღუარ არს მამაჲ? ჰე, ჭეშმარიტად, და ვინმცა იკადრა ამისა უარ-ყოფად. ხოლო აწ ესერა თქუა უფალმან, ვითარმედ: „ერთი არს წინამძღუარი თ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კვ: ვითარმედ არა უჴმს მდგომარესა ვიდრე აღსასრულადმდე მინდობაჲ თავისა თჳსისაჲ, არცა რომელი დაეცეს, უჴმს სასოწარკუეთილებაჲ:

...ოაჩინებს, ვი-თარმედ შემდგომად ცოდვისა მის ესრეთ მოეცა კუალად მადლი სულისა წმიდისაჲ, ვიდრეღა ღმრთეებისა მისისათჳს წინაჲსწარმეტყუელებად ღირს იქმნა; რამეთუ ენება რაჲ პირთა მათ ურცხჳნოთა დაყოფაჲ, ესრეთ ეტყოდა: „ვითარ დავით სულითა ხადის მას უფლით და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა?“

ესე ყოველი კმა არს გამოჩინებად სათნოებათა მის ნეტარისათა, რამეთუ რომელი ღმერთმან განამართლოს, ვინ არს დამსჯელ მისა? ხოლო გნებავს თუ თითოეულად მოღუაწებისა მისისა ცნობად, რომელი შემდგომად ცოდვისა მის აჩუენა, იხილოთ იგი წიგნსა შინა „მეფეთასა“ და წიგნსა შინა „ფსალმუნთასა“. მუნ იხილოთ კადნიერებაჲ მისი ღმრთისა მიმართ, სიყუარული, ერთგულებაჲ, ვიდრე აღსასრულამდე კეთილისმოყუარებაჲ. კუალად წიგნსა შინა „ფსალმუნთასა“ იხილოთ, რავდენი გლოვაჲ აჩუენა, რავდენი სინანული; ცრემლნი მისნი იყვნეს საჭმელ მისა დღე და ღამე, დამაშურალ იყო მარადის სულთქუმათაგან, ცრემლითა თჳსითა სარეცელსა თჳსსა დაჰბანდა, შეემოსა მას ძაძაჲ, ნაცარსა, ვითარცა პურსა, ჭამდა მწუხარებისაგან და სასუმელსა თჳსსა ცრემლითა თჳსითა განზავებდა, დამაშურალ იყო ღმრთისა მიმართ ღაღადებითა, დასრულ იყო ჴმაჲ მისი ჴმითა კუნესისა მისისაჲთა, შემჴმარ იყვნეს ჴორცნი მისნი ძუალთა მის-თა, მუჴლნი მისნი მ...

სრულად ნახვა