მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22:32

31. ხოლო აღდგომისათჳს მკუდართასა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს:32. მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი – ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ.33. და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი.
სახარებაჲ მათესი თავი 22
32. მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი – ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო აღდგომისათჳს მკუდართაჲსა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ“ (22,31-32).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, არა იწოდებისო არაარსთაჲ და განქარვებულთაჲ და არღარასადა ყოფადთაჲ, არცა არააღდგომადთაჲ ღმერთი. რამეთუ არა თუ ესრეთ იტყჳს, თუ: მე ვიყავ ღმერთი აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, არამედ „მე ვარო“. საცნაურ არს, ვითარმედ არსთაჲ და ცხოელთაჲ არს, არა თუ არაარსთაჲ. ვითარცა ადამ დღესა მას, რომელსა ჭამა ხისა მისგან, დაღაცათუ ცხოელ იყო, არამედ მკუდრად შერაცხილ იყო, ვინაჲთგან განჩინებაჲ სიკუდილისაჲ მიიღო, ეგრეთვე ესენი, დაღაცათუ მომკუდარ იყვნეს, არამედ სულითა და აღთქუმითა მით აღდგომისაჲთა ცხოელ იყვნეს.

თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: რაჲსათჳს უკუე იტყჳს მოციქული: „რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოელთაცა ზედა უფლებდეს“? არამედ უწყოდენ მეტყუელთა მათ, ვითარმედ ესე სიტყუაჲ პირველსა მას არა წინააღუდგების, რამეთუ მკუდარნი აჴსენნა მოციქულმან ჴორცითა მომკუდარნი, რომელთა ეგულების კუალად აღდგომაჲ, და ცხოელნი, რომელნი ჯერეთ სოფელსაღა შინა იქცევიან. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ: იცის წერილმან სხუაჲცა სახე მკუდრობისაჲ, რომლისათჳსცა იტყჳს: „აცადენ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:23-33 — სადუკეველნი და აღდგომის საკითხი:

23-28. მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა. იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა. ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე. ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი? - როცა ფარისეველნი და ჰეროდიანნი დაადუმა, უფლის ცდუნებას ახლა სადუკევლები შეეცადნენ. მათი ერესი ასეთი იყო: ეწინააღმდეგებოდნენ რა ყველაფერში ფარისევლებს, სადუკევლებს არც აღდგომა სწამდათ, არც სული და არც ანგელოზი. ამჟამად მათ შეთხზეს ამბავი, რომელიც არ მომხდარა. ვთქვათ და ორმა ძმამ მართლაც შეირთო იგი ცოლად და მოკვდა, მესამემ როგორღა ვერ გაითვალისწინა წინა ორის მაგალითი და ვერ მოიფიქრა, რომ მასთან ქორწინებაზე უარი ეთქვა? სადუკევლებმა ეს იმიტომ შეთხზეს, რომ ქრისტე სიძნელის წინაშე დაეყენებინათ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 135-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მარადიული წყალობა და ქმნილების სიბრძნე:

...ამიტომაც აღუარებდით, ამბობს, რადგან ღმერთი გყავთ ყველაზე აღმატებული, რომლის მსგავსი არავინაა, ყოველთა მეუფე და ყოველთა უფალი. თუმცა იგი სათნო-მყოფელთა ღმერთად იწოდება, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი“ (). მაშ, როგორ ამბობს აქ, რომ დემონებისაც არის? მაგრამ ის სხვაგვარად ითქმის და ეს - სხვაგვარად. იქ იმისთვის , რომ მახლობლობა და მათდამი დიდი სიყვარული წარმოაჩინოს; აქ კი იმისთვის, რომ უპირატესობა გვაუწყოს.

„მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი“ (). რადგან გამოაცხადა, რომ ღმერთთა უფალია და მეუფე, ამის შემდეგ ამ განცხადებას მტკიცებულებასაც აძლევს, ნათქვამს ამყარებს და მას კვლავ ძალის მიხედვით ქადაგებს. და არ თქვა: „რომელმაც ქმნა“, არამედ: „მოქმედი“...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. კლდის წყაროები და ღვთის სახელის დიდება:

...ამიტომაც ამბობდა: „ამისთჳსცა არა სირცხჳლ-უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად“ (). და როგორ იწოდებოდა იგი მათ ღმერთად? როცა ამბობდა: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი“ (; ). შემდეგ კი ამგვარი სახელდების მიზეზიც ზემოთ დაასახელა და თქვა: „მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს და აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი“ (). ეს არის მიზეზი; ამიტომაც დასძინა: „ამისთჳსცა არა სირცხჳლ-უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად“ (). რომელ მიზეზს? მითხარი. იმიტომ, რომ აღიარეს, უცხონი და ხიზნები ვართო, ახლანდელთან არაფერი გვაქვს საერთოო, არამედ ყოველივე ამქვეყნიურს მოსწყდნენ და ასე ცხოვრობდნენ უცხო ქვეყანაში....

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. განცხრომა და ცოცხლად მკვდარი სული:

...არამედ იმით, რომ რაიმე კეთილს აკეთებენ; ვინაიდან თუ ეს არ ახლავს, მკვდრებზე არაფრით უკეთესნი არ იქნებიან. და რათა გაიგო, მოისმინე, როგორ შეიძლება გარდაცვლილმაც იცოცხლოს. ამბობს: „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ." (). მაგრამ, იტყვის ვინმე, ესეც კვლავ გამოცანაა. ამრიგად, ორივე განვმარტოთ. ვინმე ცოცხლადვე მკვდარია, როცა ცხოვრებას განცხრომაში ატარებს. როგორ?

მხოლოდ მუცლით ცხოვრობს, ხოლო სხვა გრძნობებით სრულიად არა; ანუ არ ხედავს იმას, რაც უნდა ხედავდეს, არ ისმენს იმას, რაც უნდა ისმენდეს, არ ამბობს იმას, რაც უნდა ამბობდეს, და არც ცოცხალთა საქმეებს აღასრულებს; არამედ როგორც ის, საწოლზე გაჭიმული, თვალებმილულული და ქუთუთოებმოკუმული, არსებულთაგან არაფერს გრძნობს, ასევეა ესეც; უფრო სწორად, ასე კი არა, გაცილებით უარესად. ის კი კეთილთა მიმართაც და ბოროტთა მიმართაც ერთნაირად უგრძნობელია; ეს კი მხოლოდ მათ გრძნობს, ბოროტებებს ვა...

სრულად ნახვა