...ელე არ არის იმის თქმა, თითქოს ანგელოზები ქალებთან თანაცხოვრებამდე დაეცნენ და უხორცო ბუნებამ სხეულებთან შეუღლებამდე დაიმდაბლა? განა არ გესმის, რას ამბობს ქრისტე ანგელოზური ბუნების შესახებ: „რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა" ()? რამეთუ იმ უხორცო ბუნებისათვის უცხოა მსგავსი (ხორციელი) გულისთქმა. და ისიც უნდა იფიქრო, რომ ასეთი აზრის მიღება გონების მიხედვითაც უდიდესი უაზრობა იქნებოდა. თუ წმიდანები, სულიწმიდით ღირსქმნილნი, ანგელოზთა გამოჩენის ატანასაც ვერ ახერხებდნენ, თუ სურვილთა კაცმა, წინასწარმეტყველმა დანიელმა, ანგელოზის თანამყოფობა რომ დაინახა — არა თავად არსი (რადგან უხორცო არსის ხილვა როგორ შეიძლება?), არამედ მის მიერ მიღებული სახე — ძალა დაკარგა და კინაღამ სული განუტევა, თუ ასეთი დიდი და მაღალი კაცი თითქმის უსულოდ დაეცა, — მაშინ ვინ, თუნდაც უგუნურთაგანიც, დაეთანხმება ამ მგმობარ და უკიდურესად უგუნურ აზრს, თითქოს უხორცო და სულიერ ბუნებას სხეულებთან შეუღლება ჰქონდა?
3. სითის შთამომავალთა დაცემა ავხორცობით (6:1-3)
მაგრამ, რათა არ ჩანდეს, რომ ჩვენც, ამაზე ბევრს რომ ვლაპარაკობთ, ტყუილად ვკარგავთ დროს, ამიტომ, საქმით რომ დაგიმტკიცეთ, საყვარელნო, ასეთ...