მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22:28

27. ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.28. აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი?29. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ,
სახარებაჲ მათესი თავი 22
28. აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა. იყვნეს ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა ნათესავი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა. ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე. უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. აწ აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი?“ (22,23-28).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიტყუაჲ მოპოვნებული იყო და არა ჭეშმარიტი, რამეთუ უკუეთუმცა ესე ესრეთ ყოფილ იყო, ვინაჲთგან ორთა და სამთა შეირთეს დედაკაცი იგი და მოკუდეს, სხუანი არღარა თავს-იდებდეს შერთვად, უფროჲსღა, რამეთუ ფრიადი იყო ჰურიათა შორის ზმნაჲ; არამედ მოიპოეს სიტყუაჲ ესე და შჳდნი თქუნეს, რაჲთამცა უმეტესად განამტკიცეს სიტყუაჲ თჳსი და არამცა მისცეს ადგილი სიტყჳს-გებისაჲ უფალსა.

ხოლო თავადმან არა სიტყუათა მიმართ მისცა პასუხი, არამედ გულისზრახვათა, რამეთუ მარადის დაფარულსა გულთა მათთასა განაცხადებდა. იხილეთ უკუე, ვითარ განუმარტა ორივე. ესე იგი არს, ვითარმედ აღდგომაჲ ყოფად არს, და არა ესევითარი, ვითარ იგინი ჰგონებდეს.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:23-33 — სადუკეველნი და აღდგომის საკითხი:

23-28. მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა. იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა. ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე. ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი? - როცა ფარისეველნი და ჰეროდიანნი დაადუმა, უფლის ცდუნებას ახლა სადუკევლები შეეცადნენ. მათი ერესი ასეთი იყო: ეწინააღმდეგებოდნენ რა ყველაფერში ფარისევლებს, სადუკევლებს არც აღდგომა სწამდათ, არც სული და არც ანგელოზი. ამჟამად მათ შეთხზეს ამბავი, რომელიც არ მომხდარა. ვთქვათ და ორმა ძმამ მართლაც შეირთო იგი ცოლად და მოკვდა, მესამემ როგორღა ვერ გაითვალისწინა წინა ორის მაგალითი და ვერ მოიფიქრა, რომ მასთან ქორწინებაზე უარი ეთქვა? სადუკევლებმა ეს იმიტომ შეთხზეს, რომ ქრისტე სიძნელის წინაშე დაეყენებინათ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის