...დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს. ; ; ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“ ; ; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ, არამედ მოთმინებაჲ ყოვლისაჲვე სიმშჳდით. ვინაჲთგან უკუე უგუნურებისა საქმენი იყვნეს, რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, ამისთჳს ისმინე, ვითარ მიუგო მათ, ერთად, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ მზაკუვარებით ჰკითხვენ და არა ცნობისათჳს, და მეორედ, რაჲთა გამოაცხადოს, ვითარმედ უფროჲს სიტყუათასა უქადაგებიეს საქმეთა მიერ. რამეთუ მიუგო, ვითარმედ: „გითხარ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს“ (10,25). ვითარცა-იგი მათგანნი, რომელნი უმოლხინესრე იყვნეს, იტყოდეს: „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითართა სასწაულთა საქმედ?“...
სახარებაჲ მათესი 22:18
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...არა ჯერ-არს“, და აწ ვითარ იტყჳ, თუ ჯერ-არს? ხოლო უკუეთუ თქუას პირველისა მისებრვე სიტყჳსა, ვითარმედ: „არა ჯერ-არს განტევებაჲ“, წინაუყონ მას სჯული მოსესი და დასწამონ, ვითარმედ: შჯულსა წინააღუდგები. ხოლო თავადმან არა ჰრქუა, თუ: „რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო?“ ვითარ-იგი სხუასა ადგილსა. ესე ამისთჳს, რაჲთა ძლიერებასა თჳსსა თანა სიმშჳდეცა აჩუენოს, რამეთუ არცა მარადის დუმს, რაჲთა ვერ თქუან, თუ გულისზრახვანი მათნი დაეფარვიან მას; არცა მარადის ამხილებს, რაჲთა გუასწაოს ჩუენ სულგრძელებაჲ. ისმინეთ უკუე სიტყუაჲ უფლისაჲ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან იგინი ორ, არამედ ერთ ჴორც. რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს“ (19,4-6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ სიბრძნე იგი ყოვლადბრძნისაჲ მის. ჰკითხეს მათ: „უკუეთუ ჯერ-არსა კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ?“ ხოლო თავადმან არა ჰრქუა მეყსეულად, თუ: არა ჯერ-არს, რაჲთა არა ამბოხებაჲ ქმნან, არამედ ეტყჳს პირ...