მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22:17

16. და მოუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა.17. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა?18. გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო?
სახარებაჲ მათესი თავი 22
17. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...წინაუყვეს სიტყუაჲ ესე ზაკუვისაჲ, ვითარმედ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდიო?“ რაჲთამცა პოვეს სიტყუათა შინა მისთა ბიწი, რამეთუ ყოლადვე რასაცა ჰკითხვიდეს, არა ამისთჳს ჰკითხვიდეს, რაჲთამცა ჭეშმარიტი ცნეს, არამედ რაჲთამცა მიზეზი პოვეს, ვითარცა-იგი რაჟამს ჰკითხეს, თუ: „ჯერარსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისაჲ ანუ არა?“ ; ; და რომელ ჰკითხეს განტევებისათჳს ცოლისა, ; და კუალად დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს. ; ; ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“ ; ; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელ...

სრულად ნახვა