მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22:11

10. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა.11. ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე.12. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა.
სახარებაჲ მათესი თავი 22
11. ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი დ̂. ლოცვაჲ სიწმიდისათჳს მათისა და უბიწოებისა დიდებისმეტყუელებითურთ ღმრთისაჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გძულდინ ჴორცთაგან შეგინებულიცა იგი სამოსელი (1,23).:

მოციქულისაჲ: გძულდინ ჴორცთაგან შეგინებულიცა იგი სამოსელი (1,23).

თარგმანი: სამოსელ კაცისა არს ქცევაჲ საქმითი და მოქალაქობისა მისისა ცხორებაჲ, ვითარ-იგი ცხად ჰყოფს "რომელსა არა აქუნდა საქორწინე სამოსელი" (), ესე იგი არს ღირსებაჲ საქმეთაჲ, ცხორებად საუკუნოდ შემყვანებელთაჲ. ამისთჳს აწ მოციქული შეგინებულად სამოსელად უწოდს საქმეთა ბილწებისათა, რომელნი ჴორცთა მიერ ჩუენთა აღესრულებიან, — სიძვაჲ და არაწმიდებაჲ და შეგინებაჲ, რომელსა ჰყოფდეს სიმონიანნი, რომლისაგან გუამცნებს მოციქული სიძულილითა სრულითა განყენებად, რამეთუ ვითარცა სათნოებათა მიერ მოქსოილი იგი სამოსელი სულნელ და შუენიერ არს, ეგრეთვე ცოდვათა მიერ შემწინკულებული — სულმყრალ და უშუერ არს და ღირს ყოვლისა სიძულილისა.

მოციქულისაჲ; ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად და დადგინებად წინაშე დიდებისა თჳსისა უბიწოთა სიხარულით, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა მაცხოვარსა ჩუენსა დიდებაჲ და სიმდიდრე, სიმტკიცე და ჴელმწიფებაჲ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და აწ და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ (1,24-25).

თარგმანი: ვინაჲთგან ყოველი შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისა მიერ შესაძლებელ არს, ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორც-თაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს“ (1,13).:

...ნ უჯეროჲ საქმჱ ქმნა, ისმინე, ვითარითა საწყალობელითა საშჯელითა დაისაჯა, ღირსითა მრავალთა ცრემლთაჲთა. რამეთუ მი-რაჲ-ვიდა ბრწყინვალესა მას ტაბლასა დაჯდომად, არა თუ ოდენ დაყენებულ იქმნა მისგან, არამედ შეკრულიცა ჴელით და ფერჴით ბნელსა მას გარესკნელსა განვარდა საუკუნესა მას ტირილსა და ღრჭენასა კბილთასა.

სწავლაჲ ი ვითარმედ არად სარგებელ გუეყოფვის წმიდაჲ ნათლის-ღებაჲ, რომელნი ბოროტთა საქმეთა შინა ვიყვნეთ

ნუმცა უკუე ვჰგონებთ ჩუენ, საყუარელნო, თუ კმა გუეყოს სარწმუნოებაჲ ოდენ ცხორებად ჩუენდა, უკუეთუ არა ვქმნნეთ საქმენი კეთილნი, არამედ უღირსითა სამოსლითა შემოსილნი მივიდეთ სანატრელსა მას ქორწილსა. ჩუენ ზედაცა მოიწიოს, რაჲ-იგი უბადრუკსა მას ზედა მოიწია, რამეთუ ბოროტ არს, უკუეთუ მან ღმერთმან და მეუფემან არა უღირსიჩინოს უნდოთა და საწყალობელთა კაცთა ტაბლასა თჳსსა წოდებაჲ, და ჩუენ ესრეთ უგულისხმო ვიქმნნეთ, რამეთუ ესეოდენსა მას პატივსა ზედა არავე შევიკდიმოთ და მოვიქცეთ უმჯობჱსისა მიმართ, არამედ შემდგომად წოდებისაცა ესევითარსა უკეთურებასა ზედა ვეგნეთ. არა თუ ამისთჳს გჳწოდა ჩუენ საშინელისა მის საიდუმლოჲსა მიმართ წმიდისა ზიარებისა, რაჲთა პირველითავე უკეთურებითა მოვიდოდით, არამედ რაჲთა აღვიძარცოთ უკეთურებაჲ და შევიმოსოთ, რაჲ-იგი უჴმს შემო...

სრულად ნახვა