მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:9

8. ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.9. და ერი იგი, რომელი წინა-უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!10. და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე?
სახარებაჲ მათესი თავი 21
9. და ერი იგი, რომელი წინა-უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და ერი იგი, რომელი წინაუვიდოდა და რომელი უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მა-ღალთა შინა!“ (21,8-9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვითარცა-იგი სამოსელთა მათ, რომელნი მოწაფეთა დასხნეს კიცუსა მას ზედა, სახე განვჰმარტეთ, მოედ აწ, საყუარელო, ამათცა სამოსელთა, რომელთა ერი იგი დაჰფენდა, სახე ისწავე: საბურველსა მას უმეცრებისასა მოასწავებდეს, გონებასა მას ზედა ჰურიათასა დაბურვილსა, ვითარცა ღმერთშემოსილი პავლე ღაღადებს: „ვითარცა-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი; რამეთუ დაბრმეს გონებანი მათნი, და ვიდრე დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვოდის მოსე, იგივე საბურველი საკითხავსა მას ძუელისა შჯულისასა გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი“, რომელიცა მაშინ უმრავლესმან მან ერმან მოიძარცუა გულთაგან მათთა და დაუფინნეს სულნი თჳსნი სლვად უფლისა მათ ზედა.

აწ უკუე სამოსელნი იგი ერისანი მოასწავებდეს ისრაჱლისაგან უფლისა მოქცეულთა, რომელთა მოიძარცუეს საბურველი იგი უმეცრებისაჲ და იხილეს ნათელი ღმრთისმეცნიერებისაჲ. ამისთჳსცა ძლევისა გალობასა უღაღადებდეს მძლესა მას სიკუდილისასა და რტოებითა ფინიკთაჲთა მიეგებვოდეს, ანუ თუ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:1-9 — ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში:

1-5. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა (ეს. 62.11; ზაქ. 9). - უფალი სახედარზე არა სხვა რამ საჭიროებისა გამო, არამედ იმიტომ შეჯდა, რომ წინასწარმეტყველება აღესრულებინა და თანაც ჩვენთვისაც ეჩვენებინა, რომ სიარულიც მოკრძალებითაა საჭირო, ამიტომ არა ცხენით, არამედ თავმდაბლურად - სახედრით წავიდა. ამგვარად, წინასწარმეტყველებას იგი როგორც ისტორიული, ასევე დაფარული აზრითაც აღასრულებს: ისტორიულით იმ გაგებით, რომ მართლაც სახედარზე შეჯდა, ხოლო გადატანითი მნიშვნელობით, სახედარზე შეჯდომა ახალი, გაუხედნავი და ურჩი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის