..., რა-ჟამს დაწყნარებულ იყო რისხვაჲ მათი. და კუალად სიმრავლჱ იგი ერისაჲ, რომელი წინაუვიდოდა და უკუანა შეუდგა, კმა იყო შეშფოთებად და შეურვებად მათა, რამეთუ ვერცა ერთმან სასწაულმან შეუძლო ესრეთ მოდრეკად ერისა მის, ვითარცა ლაზარესმან. და სხუაჲ უკუე მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „დაჰფენდეს გზათა ზედა სამოსელთა მათთა“, ; და: „ყოველი ქალაქი შეიძრაო“, და ესევითარითა პატივითა შევიდა. ხოლო ესე ქმნა ამისთჳს, რაჲთამცა ერთი წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულა და ერთი გამოსახა, და ერთისა მის წინაჲსწარმეტყუელებისა იქმნა შესლვაჲ მისი აღსასრულ და მეორისა - დასაბამ. რამეთუ აღსასრულ მის წინაჲსწარმეტყუელებისა იქმნა, რომელ იტყჳს: „გიხაროდენ, ასულო სიონისაო, რამეთუ აჰა ესერა მეუფჱ შენი მოვალს მშჳდი“. ; ; ; ხოლო რომელ-იგი დაჯდა კარაულსა ზედა, მომასწავებელი იყო მომავალისა საქმისაჲ, ესე იგი არს, რამეთუ არაწმიდასა მას ნათესავსა წარმართთასა ეგულებოდა დამორჩილებაჲ მცნებათა თჳსთ...
სახარებაჲ მათესი 21:8
7. და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა.8. ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.9. და ერი იგი, რომელი წინა-უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!
სახარებაჲ მათესი თავი 21