მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:44

43. ამისთჳს გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა.44. და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.45. და ესმნეს რაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა.
სახარებაჲ მათესი თავი 21
44. და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა, (4,11).:

...ლისა მპყრობელი და შემაერთებელი ზეცისათა და ქუეყანისათაჲ, ჰურიათა და წარმართთაჲ, და ამას წინაჲსწარმეტყუელებასა ჟამიერად შემოართუამს მოციქული უგუნურთა მათ მაშენებელთა, რაჲთა თჳთ მოიჴსენონ შემდგომისა სიტყჳსა საზარელებაჲ, ვითარმედ: "რომელსა ზედა დაეცეს ლოდი იგი, მყის სახედ მტუერისა დაამწულილებს და განანქრევს მას" ().

და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ, და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებად ჩუენდა (4,11-12).

თარგმანი: ესევითარსა ადგილსა, რაჟამს ერთისა სამებისაგანისათჳს ითქუმოდის, ვითარმედ: არა არს სხუაჲ სახელი, ცხად არს, ვითარმედ მოჴსენებითა ერთისაჲთა სამნივე იჴსენებიან, და ესრეთ ითქუმის, ვითარმედ: არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე, არცა ვინაჲთ სხჳთ ცხორებაჲ, თჳნიერ აღსაარებითა ერთ-ღმრთეებისა და სამ-გუამოვნებისა წმიდისა სამებისაჲთა, რომლისა მიერ ვცხონდებით.

ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ პეტრესსა მას განცხადებულებასა და იოვანესსა, და უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი, დაუკჳრდა, იცოდნეს იგინი, რამეთუ იესუჲს თანა იყვნეს (4,13).

თარგმანი: განიკითხვოდა რაჲ კაიაფაჲსგან მჴსნელი ჩუენი, ორნი ესე ოდენ იყვნეს მოწაფეთაგანნი მის თანა. ამისთჳს იცნობდეს მათ და დაუკჳრდა, რამეთუ პირველიცა, უსწავლელო...

სრულად ნახვა