...უპატიოებად ჰგონეს ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ, ამისთჳსცა მოციქული, თჳთ სიტყჳსა მისებრვე უფლისა, დიდებად მისსა უწოდს ჯუარ-ცუმას მას.
ჳკუმენისი: არა-ცნობასა ამას შურითა დაბრმობისათჳს ჰურიათაჲსა იტყჳს, ხოლო რამეთუ იცოდეს და ნებსით უმეცარ იქმნნეს, ესე ამიერ ცხად არს, რაჟამს იტყოდეს: "ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ" (). ვიტყჳ უკუე, ვითარმედ ესე იცოდეს, რამეთუ იგი თავადი არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, და ამით დაისაჯებიან რამეთუ, რომელი-იგი ცოდეს, მეცნიერებით ცოდეს და არა უმეცრებით. ხოლო აწ მოციქული უმეცრებად ამას იტყჳს, ვითარმედ, ესოდენ მოშურნისა გონებისა უფალ იყვნეს ჰურიანი, რომელ რაოდენცა წყურიელ იყვნეს მოკლვად უფლისა, უკუეთუმცა ეცნა, ვითარმედ ჯუარცუმითა მისითა ესოდენ დიდი იქმნების ცხორებაჲ ყოველთა წარმართთაჲ, არამცა ჯუარს-ეცუა იგი.
მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა (2,9).
თარგმანი: სადა წერილ არს? — ცხად არს, ვითარმედ ფრიად საიდუმლოდ და დაფარულად. ანუ თუ ესევე ძალი წერილ არს, ხოლო არა ამითვე სიტყჳთა, ვითარ-იგი ესაია იტყჳს, ვითარმედ: "რომელთადა არა თხრობილ იყო, მისთჳს იხილონ, და რომელთადა ა...