მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:31

30. და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო; და არა წარვიდა.31. ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა.32. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.
სახარებაჲ მათესი თავი 21
31. ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...ერე იყვნეს და რომელნიმე მეძავ, სხუანი ავაზაკ და სხუანი მოგუნი, აღსავსენი ცოდვითა. ესე ყოველნი გულარძნილთა მათ და ჯოჯოხეთს მიმყვანებელთა ალაგთა ვიდოდეს პირველ და მოსლვითა ქრისტესითა პოეს გზაჲ იგი მართალი, ვითარცა ეტყჳს უფალი ჰურიათა, ვითარმედ: „მეზუერენი და ცოდვილნი წინაგიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა“, რამეთუ ჰრწმენა. ხოლო ამათვე სიტყუათა ძალი სხუასაცა ადგილსა გუაუწყა წინაწარმეტყუელმან და თქუა: „მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა, და განისუენებდეს ვეფხი თიკანთა თანა“; რამეთუ ვითარცა აქა ჴევნები თქუა და მთანი და ბორცუნი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ უწესოჲ იგი წესი განქარდეს, და ყოველნივე კაცნი, რომელთაცა ინებონ, ერთად ღმრთისმსახურებისა წესად შემოკრბენ, ეგრეთვე მუნ სახესა მას პირუტყუთასა მიამსგავსნა თითოფერნი იგი წესნი და ჩუეულებანი კაცთანი და კუალად ერთად ღმრთისმსახურებისა ზიარებად შემოკრებაჲ მათი მოასწავა. და ვითარცა-ესე აქა თქუა მიზეზი კე-თილთაჲ მათ, ვითარმედ: „იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ“, ეგრეთვე მუნ იტყჳს, ვითარმედ: „იყოსო, რომელი-იგი აღდგომად არს, მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ“. რამე-თუ ყ...

სრულად ნახვა