მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:23

22. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ.23. და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?24. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.
სახარებაჲ მათესი თავი 21
23. და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალაღებ პირსა კაცისასა. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა ხარკისა მიცემაჲ კეისარსა ანუ არა?“ (22,16-17).:

...ილა უგუნურებაჲ მათი.

„და ჰრქუეს მას: ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარო“. ჵ უშჯულონო, ვინაჲთგან იცით, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, ვითარ უწინარეს მცირედისა მაცთურად ხადოდეთ და გარდამაქცეველად ერისა და მოკლვად ისწრაფდით? ვაჲ თქუენდა, ორგულნო! ვინაჲთგან პირველ ამისსა ჰრქუეს ამპარტავანებით: „რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ?“ და პირი დაუყო მათ უფალმან, ამისთჳს აწ ორგულებით მოძღურით და ჭეშმარიტით ხადიან, რაჲთამცა ათქუმიეს სიტყუაჲ განდგომილებისაჲ. რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „არა ჰზრუნავ არავისთჳს და არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა“, ჰეროდესთჳს და კეისრისათჳს იტყოდეს, რაჲთამცა პოეს მის ზედა შესმენაჲ ჰეროდეს მიმართ და პილატესა, ვითარცა განმდგომელისაჲ.

ამისთჳს არა ჰრქუეს, თუ: რომელი უმჯობეს არს? არამედ: „შენ რაჲ გნებავსო, ჯერ-არსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისა ანუ არა?“

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რასა გამომცდით მე, ორგულნო? მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? ჰრქუეს მათ: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს“ (22,18-22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან განცხ...

სრულად ნახვა