მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:19

18. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია.19. და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად.20. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი!
სახარებაჲ მათესი თავი 21
19. და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).:

...ელსა შინა უფალი და გარეწარად აქუნდა საზრდელისა საქმჱ. რამეთუ ამას გამოაჩინებს, რაჟამს თავსა ჴუვილისასა მუსრვიდეს, ; ; და ლეღჳსა მის მივიდა, რაჲთამცა პოვა ჭამადი, ; და აქაცა არარაჲ აქუნდა და არცა ეზრუნა პირველ ჟამისა, არამედ მაშინ ოდენ იყიდდეს, და არა ვითარცა ჩუენ, რომელ, გან-რაჲ-თენეს, მზარაულთა ხოლო მოუწოდთ და მეტრაპეზეთა. და იგი არს საქმჱ ჩუენი, და ზრუნვაჲ სულისაჲ გარეწარად გუაქუს. ამისთჳს ყოველი საქმჱ ჩუენი ზე და ქუე იქმნა, რამეთუ საქმჱ გარეწარად გუაქუს და გარეწარი - საქმედ.

ხოლო იხილე, ვითარ იყო შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, რამეთუ არა თუ ოდენ დამაშურალ იყო, არამედ მარტოდცა დაშთომილ, და არავინ იყო მოწაფეთაგანი მის თანა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიტელი ვსებად წყლისა“ (4,6-7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ დედაკაციცა იგი სხჳსა საქმისათჳს მოსრულ იყო, რაჲთამცა ესრეთ ყოვლით კერძო დაუყო პირი ჰურიათა, და ვერ...

სრულად ნახვა