მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 20:28

27. და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა.28. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს.29. და ვითარცა გამოვიდოდეს იგინი იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი მრავალი.
სახარებაჲ მათესი თავი 20
28. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ შორის? ხოლო თქუენდა არა ეგრე იყოს, არამედ რომელსა უნდეს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყოს თქუენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქუენგანსა წინა ყოფაჲ, იყოს თქუენდა მონა. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა ჰმსახურა ვინმე, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა“ (20,25-28).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისა პირველად ამისვე პირისათჳს წარმოიღო რაჲ სიტყუაჲ, ოდეს-იგი ჰკითხეს მათ, თუ: „ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა“, ყრმაჲ მოიყვანა სახედ და უბრძანებს ბაძვად სიმშჳდესა მას და სიმდაბლესა და უმანკოებასა ჩჩჳლთა ყრმათასა. ხოლო აწ უფიცხესადრე ამხილებს და შერჩულავს და ეტყჳს, ვითარმედ: საქმე ესე, უხუცესობისა ძიებაჲ, საწარმართოჲ არს და არა შემსგავსებული ჩემთა მოწაფეთაჲ.

იცოდა უფალმან, ვითარმედ დიდი მძლავრებაჲ აქუს ამას ვნებასა და დიდთაცა კაცთა აჭირვობს. ამისთჳს ძლიერად ჴელ-ჰყოფს აღმოფხურად მისა გულთაგან მოწაფეთაჲსა და ეტყჳს: უხუცესობაჲ უდარესთა ზედა და წუნობაჲ უმცირესთაჲ - ესე საქმე არს და ჩუეულებაჲ წარმართთაჲ, ხოლო თქუენ შორის, მეგობარნო ჩემნო, ესემცა წესი ნუ იპოების, უკუეთუ გნებავს მოწაფე ჩემდა ყოფად. რამეთუ იხილნა რაჲ, ვითარმედ განრისხნეს ორთა მათთჳს, ჯეროანსა ჟამსა შემოიღო სწავლაჲ ამის პირისაჲ: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ და ჴელმწიფებენ უდარესთა ზედა? ხოლო მე ესრეთ განმიწესებიეს, რაჲთა რომელმან ყოს თავი თჳსი უდარეს და უმცირეს ყოველთასა და ყოველთა მონა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
20:24-28 — ჭეშმარიტი სიდიადე მსახურებაშია:

24-28. ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს. ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ ზედა? ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ თქუენდა მსახურ; და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს. - როცა ათმა მოწაფემ დაინახა, ქრისტემ ორს როგორ უსაყვედურა, განრისხდნენ, რითაც ნათელი გახდა, რომ ისინიც იმავე პატივს ესწრაფვოდნენ. მოწაფეები ჯერ კიდევ იმდენად არასრულყოფილნი იყვნენ, რომ ორი მათგანი დანარჩენ ათზე ამაღლებას ცდილობდა, ხოლო იმ ათს ამ ორისა შურდა. რადგანაც ათნი, რომელთაც ეს სიტყვები მოისმინეს, აღშფოთდნენ, უფალმა მათ მოუწოდა და ვიდრე საუბარს დაიწყებდა, უკვე ამ მოწოდებით დაამშვიდა. თუ მანამდე ზებედეს ძენი სხვებს გამოეყვნენ, რომ მასთან ესაუბრათ, ახლა თვითონ ყველას ერთად მიმართა. იცოდა რა, რომ სხვებზე მეუფებისა და პირველობის სიყვარული მეტისმეტად ძლიერია და ამიტომაც მისთვის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის