თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მეყსეულად იჭჳ მათი განაქარვა და წინააღმდგომი თხოისა მათისაჲ მიუგო და ჰრქუა: არა იცით, რასა იტყჳთ, ჯერეთ არა დამაშურალ ხართ, არცა შესრულ ხართ ღუაწლსა, ჯერეთ სოფელი არა მოქცეულ არს ღმრთისმსახურებად, ჯერეთ უშჯულოებაჲ უფლებს, და კაცნი წარწყმედასა შინაღა არიან. ჯერეთ ასპარეზსა მას არა შესრულ ხართ და აწვე გჳრგჳნთა ეძიებთა? ხოლო მე ღუაწლთაღა და ოფლთაღა წინაგიყოფ, რამეთუ არა ესე არს ჟამი სასყიდლის-მიცემისაჲ, არცა აწ გამოჩნდების საუკუნოჲ იგი დიდებაჲ ჩემი. არამედ აწ ჟამი ესე ბრძოლისაჲ არს და სისხლთა დათხევისაჲ. და იხილე ყოვლადბრძენი იგი კითხვაჲ მისი. არა ჰრქუა, თუ: ძალ-გიცა თავს-დებაჲ სიკუდილისაჲ? ძალგიცა სისხლთა თქუენთა დათხევაჲ? არამედ ესრეთ ჰრქუა: „ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი ჩემდა შესუმად არს, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათლის-ღებად?“ რაჲთა მის თანა ზიარებისათჳს გულსმოდგინე იქმნენ. ამისთჳს თავი თჳსი სახედ მისცა. სასუმლად და ნათლის-ღებად ამას ადგილსა უწოდა ჯუარ-ცუმასა და სიკუდილსა თჳსსა: სასუმლად - ამისთჳს, რამეთუ ნეფსით და წადიერებით მიიღო იგი ცხორებისათჳს ჩუენისა, ვითარცა ვინ წყურიელმან...
სახარებაჲ მათესი 20:22
21. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა.22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც.23. ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა.
სახარებაჲ მათესი თავი 20