...დადებად სული თჳსი მისთჳს, რომელმან-იგი სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, ვითარ-იგი ამისსა შემდგომად უჩუენებდა მათ საძიებელსა მათგან, ვითარმედ: "რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ-ყოფაჲ, იყავნ ყოველთა მსახურ, ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთა იმსახუროს, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს" (). აჰა ესერა, დაღაცათუ წამებაჲ ესე არა უეჭუელ, არამედ სიმდაბლე და სიყუარული უეჭუელ ყვნა მომატყუებელად პირველობისა; სიმდაბლე უკუე - მსახურებითა, ხოლო სიყუარული — სულისა დადებითა. ამითვე წესითა პავლე სიყუარულსა დასდებს სრულმყოფელად უპოარებისა და წამებისა; ესე იგი არს, ვითარმედ: სიყუარულითა ღმრთისა და მოყუსისაჲთა იქმნებოდენ ორივე ესე.
მოციქულისაჲ: სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ (13,4).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო კერძო უფროჲს ყოველთა სათნოებათა აღამაღლა სიყუარული, აწ წარმოიტყჳს ნიშთა და საცნაურებათა მისთა, ვითარმედ არა ხოლო აღმოცენებულთა სიბოროტისა ნერგთა აღმომფხურელ არს, არამედ არცაღა თუ ყოვლად შეუნდობს აღმოცენებად მათდა სულგრძელებისა მიერ. გარნა ვინაჲთგან სულგრძელებნ ვინმე არა სიმშჳდისათჳს, არამედ რაჲთა უმეტეს განძჳნებულ და განხეთქილ ყვნეს წინააღმდგომნი, ამისთჳს სახისმეტყუელებით სწავლის მათ, რაჲთა არა განძჳნებისათჳს, არამედ უფ...