მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 20:13

12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე.13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ?14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ.
სახარებაჲ მათესი თავი 20
13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

...რას შემძლებელ არს კეთილისა გულისხმის-ყოფად, რამეთუ იწყლა გული მათი, რამეთუ სხუანიცა იყვნეს ზიარ კეთილთა მათთა, და ამისთჳს თავნი თჳსნი განიგუმირნეს მახჳლითა და უცხო იქმნნეს კაცთმოყუარებისაგან ღმრთისა. ვითარცა იტყჳს თჳთ უფალი: „მოყუასო, არა გავნებ შენ. ხოლო მნებავს ამისიცა მიცემაჲ, ვითარცა-იგი შენ“. და უფროჲსად არცა ამათ სიტყუათა ღირს არიან იგინი, რამეთუ მუშაკი იგი დაღაცათუ დრტჳნვიდა, არამედ აქუნდა სიტყუაჲ შრომისა მისთჳს ყოვლისა მის დღისა და ჭირისა და ოფლისათჳს, ხოლო ამათ არარაჲ აქუნდა ესევითარი, არამედ უდბებაჲ და უკეთურებაჲ და ბევრეულნი ცოდვანი, რომლითა შეეცოდა მათცა ღმრთისადა მსგავსად წარმართთასა. და ამისთჳს მოციქული იტყჳს: „არა არს განყოფილებაჲ ჰურიისა და წარმარ-თისა, რამეთუ ყოველთა ცოდეს და დააკლდებიან დიდებასა ღმრთისასა, ხოლო განმართლდებიან ცუდად მადლითა მისითა“. და კუალად იტყჳს: „რომელთა შჯულსა შინა ცოდეს, შჯულითა ისაჯნენ“, ესე იგი არს, ვი-თარმედ უძჳრესი მიიღონ საშჯელი, რაჟამს ამხილებდეს გონებაჲცა და შჯულიცა, და არა ამისთჳს ოდენ, არამედ ამისთჳსცა, რომელ მათ მიერ „სახელი ღმრთისაჲ იგმობოდა წარმართთა შორის“,...

სრულად ნახვა