მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 2:9

8. და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას.9. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი.10. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.
სახარებაჲ მათესი თავი 2
9. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ესერა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ“ (2,9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს მიეფარა, რაჲთა საჴმარ იქმნას მათდა კითხვაჲ ჰურიათაჲ და ესრეთ განისმეს ყოველთა შორის საქმე იგი. ხოლო ვინაჲთგან მიუთხრეს მეფესაცა და ყოველსა ერსა შობაჲ იგი უფლისაჲ, და მათ იწყეს გამოძიებად საიდუმლოჲსა მის და წინაწარმეტყუელისა თქუმული შორის შემოიღეს, და ყოვლით კერძო საქმე იგი დიდებული ცხად იქმნა, კუალად ვარსკულავი იგი ეჩუენა, და მერმე ანგელოზი ეტყოდა. ესრეთ ყოველი წესიერად და კეთილად აღესრულებოდა. წარვიდეს უკუე იერუსალჱმით ბეთლემს წინამძღურობითა ვარსკულავისაჲთა, რაჲთა სცნა ამისგანცა, ვითარმედ არა იყო ვარსკულავი იგი ერთი მრავალთა მათ ვარსკულავთაგანი, რამეთუ არა არს საქმე ესე წესისა მის ვარსკულავთაჲსა; და უძღოდა მათ დღისი მზისა ბრწყინვალებასა შინა, ვიდრემდე მიიყვანნა ბეთლემს. ხოლო თქუას თუ ვინმე, ვითარმედ: რაჲღა საჴმარ იყო მათდა წინამძღურობაჲ ვარსკულავისაჲ, ვინაჲთგან ცნეს, ვითარმედ ბეთლემს იშვა? არამედ დაღაცათუ ბეთლემს შობაჲ ესმა, გარნა ვინაჲ უწყოდეს ადგილი იგი და სახლი? რამეთუ არა თუ ჴორციელითა და კაცობრივითა დიდებითა საცნაურ იყო, არამედ ყოვლით კერძო უნდოებაჲ და სიგლახაკე გამოირჩია. ამისთჳსცა, გამო-რაჲ-ვიდეს...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი II
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
2:7-12 — ჰეროდეს ხრიკი, მოგვთა თაყვანისცემა და ძღვენი:

7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა.- ჰეროდემ ფარულად ისინი იუდეველთა გამო იხმო, რადგან ეჭვობდა, რომ შეიძლებოდა იუდეველებს ყრმის მიმართ დიდი მზრუნველობა გამოეჩინათ და გადარჩენაც მოფიქრებოდათ იმისი, ვისაც ისინი მომავალში უნდა გაეთავისუფლებინა. ამიტომაც იზრახავს ბოროტებას ფარულად.

და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ. - ანუ ყოველივე ზუსტად შეიტყო. ვარსკვლავი ხომ მოგვებს მანამდე გამოუჩნდა, ვიდრე უფალი დაიბადებოდა. იმდენად, რამდენადაც გზაში მათ დიდი დრო დაეკარგებოდათ, ვარსკვლავი ადრევე გამოჩნდა, რათა ყრმისათვის თაყვანი მაშინ ეცათ, როცა ის ჯერ კიდევ სახვევებში იქნებოდა. თუმცა ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ვარსკვლავი ქრისტეს შობასთან ერთად გამოჩნდა, ამიტომ მოგვები მთელი ორი წელი მოდიოდნენ და უფალი არცა სახვევებსა და არცა ბაგაში, არამედ ორი წლისა შინ, დედასთან ერთად იხილესო, მაგრამ შენ უპირატესობა პირველად თქმულს მიანიჭე.

8. და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს. - მეფისთვისო კი არ უთხრა, არამედ ყრმისათვისო, რადგან მისი სახელიც კი ეჯავრებოდა, რითაც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).:

...რსკულავისა მიერ მცირე იგი ქუაბი, არა თუმცა ქუეყანად მოსრულ იყო და წინაშე მათსა ვიდოდა და ზედამიადგინნა იგინი შობილისა მის ყრმისა, ყოველთა დამბადებელისა? და ამას მოასწავებს მახარებელი და იტყჳს: „და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დადგა ზედა, სადაცა იყო ყრმაჲ იგი“.

ჰხედავა, რავდენითა სახითა გამოჩნდების, ვითარმედ არა იყო ვარსკულავი იგი ბუნებითა სხუათა მათ ვარსკულავთაჲთა? ჰრცხუენოდენ უკუე და კდემებოდენ, რომელნი ცუდადმეტყუელებენ და შემწედ ვარსკულავთმეტყუელებისა შემოიღებენ გამოჩინებასა მის ვარსკულავისასა და თავთა თჳსთა აცთუნებენ. ხოლო ვიეთნიმე ეძიებენ, ვითარმედ: რაჲსათჳს ყოვლადვე უჩუენა ღმერთმან ვარსკულავი იგი ესევითარი მოგუთა მათ და მოიყვანა იგინი ბეთლემად? ესე ამისთჳს, საყუარელო, რაჲ-თა უმეტესად ამხილოს უგულისხმოებაჲ ჰურიათაჲ და, უკუეთუ უმადლო იქმნან და ურწმუნო, ვითარცა იქმნესცა, ყოველივე სიტყუაჲ და მიზეზი მიეღოს მათ. რამეთუ ვინაჲთგან ცხორებისათჳს ჩუენისა გარდამოჴდა ზეცით უფალი და იშვა ქალწულისა მისგან წმიდისა და ეგულებოდა ძუელისა მის რჩულისა დაცხრომაჲ და მოწოდებაჲ სოფლისაჲ თაყუანის-ცემად მისა, რაჲთა ზღუასა შინა და ჴმელსა იდიდებოდეს სახელი მისი, ამისთჳს შობასავე თჳსსა მეყსეულად კარი განუღო...

სრულად ნახვა