თ ა რ გ მ ა ნ ი: შეშფოთნა ჰეროდე და შეძრწუნდა, რამეთუ მეფობისა თჳსისა და შვილთა თჳსთათჳს ეშინოდა, ნუუკუე წინააღმდგომ ექმნას და დამჴსნელ შობილი იგი მეუფჱ. ხოლო იერუსალჱმი რაჲსათჳს შეძრწუნდა, ანუ რად აღშფოთნეს ჰურიანი? ვინაჲთგან ესმოდა მარადღე წინაწარმეტყუელთა მიერ, რომელნი მიუთხრობდეს მაცხოვრისა და ქველისმოქმედისა განმათავისუფლებელისა მოსლვასა, რაჲსათჳს უკუე შეშფოთნეს, რომლისა მიზეზისათჳს? გარნა მითვე გონებითა, რომლითა პირველ ქველისმოქმედებათა მათგან ღმრთისათა გარემიიქცეოდეს და დიდთა მათ სასწაულ-თა შინა და ფრიადსა მას აზნაურებასა იჴსენებდეს ჴორცსა მას ეგჳპტისასა და ხახუსა და სხუასა მას შეურაცხსა ქცევასა მათსა1 და იტყოდეს: უმჯობეს იყო ჩუენდა მონებაჲ იგიო და თიჴისა და ალიზისა საქმჱ, ვიდრე უდაბნოჲსა ესე თავისუფლებით სლვაჲ და მანანაჲსა ჭამაჲ.
ეგრეთვე ესენი იშიშვოდეს, ნუუკუე მოვიდეს მეუფე იგი სახიერი და დააყენნეს იგინი გზათა მათგან ურჩულოებისა მათისათა, რამეთუ ესმოდა წინაწარმეტყუელთა მიერ, ვითარმედ: მოძულე არს იგი ბოროტისაჲ და მოყუარე კეთილისაჲ, ვითარცა იტყჳს დავით: „შეიყუარე სიმართლე და მოიძულე ურჩულოებაჲ“; <span...