მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 2:18

17. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:18. ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.19. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს
სახარებაჲ მათესი თავი 2
18. ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ: ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ღაღადებისაჲ; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან“ (2,17-18).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ჰამბავი წარმოთქუა შემაწუხებელი მსმენელთაჲ უჯეროჲსა მისთჳს ყრმათა მოწყუედისა, უწყალოჲსა მისთჳს და ურჩულოჲსა სასჯელისა, ნუგეშინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ნუვინ შეშფოთნების თქუმულსა ამას ზედა, არა თუ ვერ ძალ-ედვა ღმერთსა დაყენებად ურჩულოჲსა მის, ანუ არა თუ პირველითგან უმეცარ იყო საქმესა მას, არამედ წინაჲსწარ იცოდა და წინაჲსწარმეტყუელსა გამოუცხადა და ყოველთა მის მიერ აუწყა. ამისთჳს უკუე ნუ შეურვებულ იქმნები, ნუცა გულისსიტყუანი ორგულებისანი მოგივლენ, არამედ მიუწთომელსა მას სიღრმესა განკითხვათა მისთასა მიხედენ, ვითარ რომელსამე აღასრულებს განგებულებით და რომელთამე მიუშუებს, რომლისათჳს მან თავადმან უწყის, ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა აუწყა მოწაფეთა. რამეთუ ოდეს-იგი წინაჲსწარ ეტყოდა მოწევნადსა მათ ზედა: ყოვლისა სოფლისაგან ბრძოლასა და წარდგინებასა მათსა შესაკრებელთა წინაშე და მძლავრთა და მიყვანებასა მათსა წინაშე მეფეთა და მთავართა, აუწყა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ და ჰრქუა: „ანუ არა ორი სირი ასარისა განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“. <span...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი II
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
2:16-18 — ყრმათა ხოცვა ბეთლემში:

16. მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან; - როგორც ფარაონს დასცინა ღმერთმა მოსეს საშუალებით, იგივე უყო ჰეროდესაც მოგვების მეშვეობით, რადგანაც ორივენი - ფარაონიცა და ჰეროდეც - ყრმათა მომწყვედელნი იყვნენ: ფარაონი ეგვიპტეში ხოცდა ებრაელთა მამრობითი სქესის ყრმებს, ხოლო ჰეროდე - ბეთლემში.

განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს - მოგვებზე განრისხებულმა ჰეროდემ თავისი გულისწყრომა თავს დაატეხა იმათ, რომელთაც მისთვის არაფერი უვნიათ: რისთვის იყო დაშვებული ყრმათა ამოწყვეტა? რათა ჰეროდეს ბოროტება განცხადებულიყო; მაგრამ შენ შეიძლება მკითხო: ეს რაღა არის? ნუთუ ყრმები ასე უსამართლოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ ჰეროდეს ბოროტება განცხადებულიყო? მაშ, მოისმინე! უსამართლოდ კი არ დაისაჯნენ, არამედ გვირგვინთა ღირსნი შეიქნენ, რადგან ყოველი, ვინც აქ რაიმე ბოროტებას ითმენს, ან ცოდვათა დატევებისათვის ან კიდევ გვირგვინთა დადგმისათვის იტანჯება. მსგავსად ამისა, ეს ყრმებიც უმეტესად გვირგვინოსან იქნებიან.

16-17. და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის