არა განრისხებაჲ ჯერ-იყო, არამედ უფროჲსად შეშინებაჲ და შეკდიმებაჲ და ცნობაჲ, ვითარმედ შეუძლებელთა საქმეთა ჴელ-ყოფაჲ არა უჴმს, არამედ არა შეიკდიმა უკეთურმან მან, არცა შეიგონა. რამეთუ ოდეს ფიცხელი და უკურნებელი სული იპოოს, შეპყრობილი სენითა საეშმაკოჲთა, არარას შეიწყნარებს ღმრთისა მიერ მოცემულსა წამალსა. და აწ იხილე ურჩულოჲ იგი, ვითარ გარდაჰმატებს უკეთურებასა თჳსსა და მკლველობასა ზედა მკლველობათა შესძინებს და უფსკრულად ჯოჯოხეთისა სულსა თჳსსა შთაჰჴდის. რამეთუ სრულიად განცოფნა იგი ეშმაკისა მისგან რისხვისა და შურისა და არარას ჰრიდებდა, არამედ ყოვლითურთ მბრძოლ ბუნებისა კაცთაჲსა იქმნა და რისხვისა მისთჳს, რომელ განრისხნა მოგუთა მათთჳს, შური იძია უბრალოთა მათ ზედა ჩჩჳლთა და ქმნა ჰურიასტანს საქმე უძ-ჳრესი ეგჳპტეს შინა პირველქმნილისა მის, ვითარცა ესერა აღმოვიკითხავთ:
სახარებაჲ მათესი 2:16
15. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა.16. მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.17. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
სახარებაჲ მათესი თავი 2