ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მიაწვინა იგი ბაგასა, რამე-თუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას“. ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ, ვი-თარმედ შვა რაჲ ნაშობი იგი საკჳრველებით დიდებული დედამან მან და ქალწულმან, მიაწვინა იგი ბაგასა სიტყჳსაებრ ლუკაჲსა, რამეთუ არა იყო ადგილ სავანესა მას, და მწყემსთა პოეს იგი მწოლარე ბაგასა, ხოლო კუალად აღიქუა იგი დედამან მან უქორწინებელმან წიაღად თჳსად; და ეგრეთ მოვიდეს მოგუნი და პოეს იგი წიაღთა დედისათა. რამეთუ მოსლვასა ოდენ ქალწულისასა ბეთლემდ აღივსნეს დღენი შობისა მისისანი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველივე განგებულებით აღესრულებოდა, და ყოველივე ქადაგებულ იყო წინაწარმეტყუელთა მიერ, და ყოველივე ძალითა მაღლისაჲთა იქმნებოდა, რომელმანცა მოიყვანნა მოგუნი იგი სპარსეთით. და იხილეს რაჲ ყრმაჲ იგი დედისა თანა, დავარდეს და თაყუანის-სცეს მას.
რაჲ იხილეს მუნ განსაკჳრვებელი, რაჲ იხილეს უცხოჲ ანუ დიდებული კაცობრივთა გულისსიტყუათა ზედა, არა თუმცა მიუთხრობელი იგი მადლი და დიდებაჲ შობილისა მის განაკჳრვებდა სულთა მათთა? ამის-თჳსცა არა თუ თაყუანის-სცეს ოდენ, ვითარცა იტყჳს მახარებელი, არამედ...