...აბ 17:21). ახლა კი შეხედე, საყვარელო, როგორ ერთ წამში მიიღებს მართალი ჯილდოს მთელი წინა დროისთვის; და აღსრულდება სიტყვა, ქრისტეს მიერ მოწაფეთა ნათქვამი: „და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ... სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს" (). მართლაც, წარმოიდგინე, როგორ ეს მართალი, უფლის ბრძანებას მზადყოფნით რომ დაემორჩილა, საკუთარი სამშობლო დატოვა, უცხოეთი სამშობლოზე მეტად შეიყვარა, როგორ გამოავლინა დიდი მოთმინება და თანდათანობით სათნოების არაჩვეულებრივ სიმაღლეს მიაღწია, და ამისთვის ისეთი დიდების ღირსი გახდა, რომ მისი შთამომავლობა ვარსკვლავთა სიმრავლეს გაუტოლდა. ხოლო თუ საფუძვლიანად ვიმსჯელებთ, არა მხოლოდ ასჯერ, არამედ ათი ათასჯერ მეტი მიიღო. თუ აქ ასეთი დიდი ჯილდოს ღირსი გახდა, მაშინ რა სიტყვას შეუძლია აღწეროს იმქვეყნიური სიკეთეები? თუმცა, რამდენადაც შესაძლებელია, ამასაც ვაჩვენებთ სიტყვით. მართლაც, როცა გესმის, რომ ყველა მართალი, იმ დროიდან დღემდე და უკანასკნელ ჟამამდე, ლოცულობს ამ პატრიარქის წიაღში სამკვიდრებლად, შესაძლოა კი ამაზე მეტი დიდება წარმოიდგინო? ხედავ, რა ძვირფასია მოთმინება, რა ძვირფასია სათნოება, რა ძვირფასია ღვთისმოსაობა და დიდი მადლიერება უფლის ქვ...
სახარებაჲ მათესი 19:29
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ყოს ჩუენდა?“
და უფალმან არა სასწაულთა მოქმედობაჲ სანატრელ-ყო, არამედ „რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა აგარაკი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“. აწ უკუე, საყუარელნო, ჩუენცა ესრეთ ვიქმოდით, რაჲთა არა სირცხჳლეულ ვიქმნეთ, არამედ კადნიერებით წარვდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა.
ჰე, გევედრები, მოვიგნეთ კეთილნი საქმენი, შევინანნეთ ცოდვანი ჩუენნი, ვიღუაწოთ დამარხვად, რაჲ-იგი გუამცნო უფალმან, რაჲთა იყოს იგი ჩუენ თანა, ვითარცა მოციქულთა თანა იყო. რამეთუ უკუეთუ მათსა მოქალაქობასა ვჰბაძვიდეთ, ჭეშმარიტად ჩუენ თანაცა იყოს, ვითარცა მათ აღუთქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.
ჰე, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მეუფეო სახიერო და კაცთმოყუარეო! ნუ განმეშორები ჩუენგან, ნუ დამიტევებ ჩუენ, ნუცა დაგუაგდებ ჩუენ, არამედ ჩუენ თანა ჯერ-იჩინე მარადის ყოფად. აჴოცენ ჴელითწერილნი ცოდვათა ჩუენთანი, გჳჴსნენ მძლავრებისაგან ეშმაკისა, მყვენ ჩუენ მუშაკ მცნებათა შენთა, წარმიძეღუ ნებასა შენსა ყოვლადწ...
...ლუკ. 19,8)
ხოლო შენ, უკუეთუ შეიწუები გულისთქუმითა მრავალთა საფასე-თაჲთა, ისმინე სხუაჲცა წამალი, მოცემული უფლისა მიერ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“.
ვინაჲთგან ესევითარნი აღთქუმანი მოცემულ არიან ჩუენდა, რაჲსათჳს უდებ ვართ, ძმანო, რაჲსათჳს დაჴსნილ ვართ? არა ვხედავთა პავლეს, ვი-თარ იქადოდა ჭირთა შინა და ნაკლულევანებათა, არა თუ განსუენებათა და სიმდიდრეთა? და ყოველსავე მჴედარსა, ოდეს იბრძოდის და გჳრგჳნოსან იქმნებოდის, მაშინ უხარინ, არა თუ ოდეს მოცალედ არნ და უდებად. ეგრეთვე ვაჭარმან პოის რაჲ სიმდიდრე ვაჭრობისაგან, არღარასადა სწადინ შინა ჯდომაჲ, არამედ ზღჳთ და ჴმელით ვალნ და ვაჭრობასა მოირეწნ. აწ უკუე ჩუენცა თუ ვიხილოთ გემოჲ ნაყოფთა მათ სულიერთაჲ, ვითარცა ჯერ-არს, მიერითგან არარად შევჰრაცხოთ საწუთროჲ ესე ყოველი, რაჟამს შეპყრობილ ვიქმნეთ სურვილითა სასუფეველისაჲთა, ვითარცა მთრვალობითა კეთილითა.
ჰე, ძმანო, განვიცადოთ და ვიხილოთ გემოჲ მის სიტკბოებისაჲ, რაჲთა სიმწარე ესე საწუთროჲსაჲ განვაგდოთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ ქრისტეს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებ...
...ალაქობასაცა. და ნანდჳლვე ამას ადგილსა სიტყუაჲ უფლისაჲ ორისათჳსვე იყო: სარწმუნოებისათჳსცა და საქმეთათჳს; რამეთუ რომელ-იგი თქუა: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“, - ორკერძოვე გულისჴმა-იყოფების, სარწმუნოებად მოსლვისათჳსცა და სოფლით განშორებისათჳსცა. ეგრეთვე სიტყუაჲ ესე, თუ: „იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“, სარწმუნოებისაცა ზედა გულისჴმა-იყოფების და მოქალაქობასაცა, „რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი - რჩეულ“. არა თუ სახიერი იგი რომელთამე გამოირჩევს და სხუათა უკუნაქცევს. ნუ იყოფინ! არამედ კაცად-კაცადისა გონებაჲ და საქმენი მისნი გინა თუ რჩეულ ჰყოფენ, გინა თუ ხენეშ. რამეთუ სახიერსა მას უფალსა ჰნებავს ყოველ-თავე რჩეულ-ყოფაჲ, გარნა თითოეულისა ნებაჲ ანუ ესრეთ ჰყოფს, ანუ ეგრეთ. ვინაჲთგან აიძულებს იგი არავის, არამედ ყოველთა წყალობით უწოდს, რომელმან ისმინოს მისი, იგი რჩეულთა თანა შეირაცხოს, რომელი ურჩ ექმნას, იყოს იგი შეურაცხ და უბადრუკ.
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ
ამისთჳს გევედრები, მოსწრაფე ვიქმნეთ სარწმუნოებასაცა ზედა მარ-თალსა მტკიცედ...
...(მათ. 19,27) მიუთხრა უფალმან განმზადებული იგი მათთჳს სასყიდელი და მეყსეულად ესეცა შესძინა, ვითარმედ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“.
აჰა ესერა გუასწავა, თუ ვითარ იქმნების შეუძლებელი იგი შესაძლებელ. თქუას უკუე ვინმე: და ვითარ იყოს ესე დატეობაჲ ყოვლისაჲვე, ვი-თარ განიფრთხოს, რომელი ერთგზის დანთქმულ იყოს ტრფიალებითა საფასეთაჲთა? ესე ესრეთ იყოს, რაჲთა გულისჴმა-ყოს ამაოებაჲ სოფლისაჲ და მცირედ-მცირედ ისწრაფოს წარუვალთა მათ მიმართ სრბად. აწ უკუე, დაღაცათუ ვერ ძალ-გიც, კაცო, ერთბამად ყოვლისავე წარმართებად, არამედ ნელიად აღვიდოდე კიბესა მას ზეცად აღმყვანებელსა, განაყენე თავი შენი ფრიადისა მის ანგაჰრებისაგან და მოხუეჭისა სხუათაგან და მერმე იწყო თჳსისაგანცა სხუათა მიცემად.
დააცხრვე შენ შორის სურვილი ეგე მრავალთა საფასეთაჲ, რაჲთა არა იყო მარადის გლახაკ. რამეთუ მითხარღა, ვინ უმეტესად იგუემების: რომელსა სუროდის ფრიადისა ჭამისა და სუმისათჳს და არა აქუნდეს, ანუ რომელსა ყოვლადვე არა უნდეს ჭამაჲ და სუმაჲ? საცნაურ არს, ვითარმედ იგი, რომელსა აქუნდეს სურვილი და არა მიემთხუეოდი...
...მოსოთ, არამედ ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“; და კუალად თქუა: „რომელმან დაუტეოს მამაჲ და დედაჲ, ცოლი და შვილნი, სახლი და აგარაკი ჩემთჳს, მან ასი წილი მიიღოს“ აწ ჟამსა ამას, და საუკუნესა მას მომავალსა - „ცხორებაჲ საუკუნოჲ“. რამეთუ ოდესმე საუკუნესა მას საშუებელსა ხოლო აღუთქუმიდა და სასუფეველსა ცათასა და ოდესმე ზრქელთათჳს გონებითა ორკერძოვე აღრიის სწავლაჲ თჳსი - ამის ჟამისაგანცა და მერმისა; ეგრეთვე აქა სიტყჳთა ამით, ვითარმედ: „მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“, ხილული ესე აუწყა ქუეყანაჲ და ამის მიერ საუკუნოჲ იგი მოასწავა ცხოვრებაჲ, ვითარცა ძუელსაცა რჩულსა წერილ არს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა იქმნე დღეგრძელ“. რამეთუ ზრქელთათჳს და უმეცართა ითქუმიან წერილ-თა შინა ამისვე ჟამისა მისაგებელნი. და კუალად ავაზაკმან მან ჯუარსა ზედა ჰრქუა რაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენი-თა“, არა საუკუნოჲსა მისთჳს სასუფეველისა ჰრქუა რაჲ უფალმან, არამედ შემოკლებულისა მისთჳს ჟამისა და იჭუეულისა მისთჳს გონებისა მისისა მასვე ჟამსა აღუთქუა ნუგეშინის-ცემაჲ...