მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 19:25

24. და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა.25. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად?26. მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს.
სახარებაჲ მათესი თავი 19
25. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა, განუკჳრდა ფრიად და იტყოდეს: და ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად? მიხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“ (19,25-26).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინა სახიერმან მან სიტყჳთა თჳსითა, ვითარმედ არა მცირედი განმზადებულ არს სასყიდელი მდიდართადა, უკუეთუ ხოლო შეუძლონ ესევითარსა მას ძნელსა საქმესა შინა აღსრულებად მცნება-თა ქრისტესთა და დამარხვად სათნოებისა. ამისთჳსცა თქუა, ვითარმედ: ღმრთისამიერისა შეწევნისა საქმე არს ესე, და მისმიერი მადლი უჴმს წარმართებად ამისა.

ხოლო მოწაფენი რაჲსათჳს განკჳრდეს და შეშფოთნეს? არა თუ მდიდარნი იყვნეს იგინი, არამედ ფრიადიცა სიგლახაკე აქუნდა, გარნა სხუათა ცხორებისათჳს შეურვებულ იქმნეს; რამეთუ ვითარცა მოძღურად ყოვლისა სოფლისა დადგინებულთა, ფრიადი ზრუნვაჲ აქუნდა ცხორებისათჳს კაცთაჲსა, და შეძრწუნდეს, ესმა რაჲ სიტყუაჲ ესე. ამისთჳს მიხედა მათ იესუ. ესე იგი არს, ვითარმედ თუალითა სახიერითა მიხედა და შეძრწუნებულსა მას გულსა მათსა ნუგეშინის-სცა და მერმეღა სიტყუაჲ მიუგო ტკბილი და თქუა, ვითარმედ: „ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“. ხოლო არა თუ ამისთჳს თქუა, თუ: „ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“, რაჲთა შენ, კაცო, ვითარცა შეუძლებელისა საქმისაგან, წარიკუეთო სასოებაჲ კეთილთა წარმართებისაჲ, არამედ რაჲთა მოსწრაფე იქმნა ძლიერად და ღმერთსა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:23-26 — აქლემი და ნემსის ყუნწი — მდიდართა ხსნა:

23-24. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა. - მდიდარი, ვიდრე მას ჭარბი ქონება აქვს, მაშინ, როცა სხვებს აუცილებელიც აკლია, ცათა სასუფეველში ვერ შევა. ხოლო უკეთუ ყოველივეს დათმობს, ცხადია, სასუფეველში კი შევა, მაგრამ მდიდარი აღარ იქნება, რადგან ბევრის მქონეს იქ შესვლა ისევე არ შეუძლია, როგორც აქლემს ნემსის ყუნწში გაძვრომა. დაუკვირდი, რომ ქრისტემ ზემოთ თქვა: ძნელად შევაო, აქ კი ამბობს, რომ საერთოდ ვერ შევა. ზოგიერთები აქლემში ცხოველს კი არ გულისხმობენ, არამედ მსხვილ თოკს, რომელსაც მეზღვაურები ღუზის ჩაშვებისას იყენებენ.

25-26. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად? მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. - მოწაფეებმა, რომელნიც კაცთმოყვარენი იყვნენ, ეს საკუთარი თავისთვის კი არ იკითხეს (რადგანაც თვითონ ღარიბები იყვნენ), არამედ საერთოდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ:

...ებათა თითოეულისა მოგებად თანამდებ ვართ და უკუეთუ ერთიცა მათგანი უდებ-ვყოთ, სატანჯველად მივეცემით, რაჲ-მე სასოებაჲ იყოს ჩუენდა ცხორებისაჲ? ამას უკუე მეცა ვიტყჳ, და მოციქულთაცა ოდესმე ჰრქუეს უფალსა: „ვის ჴელ-ეწიფებისო ცხორებად? მიუგო უფალმან და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“, და გჳჩუენა გზაჲ ცხორებისაჲ, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ლმობიერითა ცრემლითა ვედრებად ღმრთისა, რაჲთა მოგუცეს მისმიერი შეწევნაჲ და მადლითა მით მისითა უსასყიდლოჲთა გუაცხოვნნეს ჩუენ. რამეთუ არა თუ მცნებანი მისნი შეუძლებელ არიან აღსრულებად. ნუ იყოფინ! არარაჲ ყოვლადვე გუამცნო ჩუენ შეუძლებელი, არამედ ბოროტნი იგი ვნებანი და ჩუეულებანი ჩუენნი აღგჳჩენენ მათ შეუძლებელად. ამისთჳს თქუა: „შეუძლებელი კაცთაგან“. რომელთა კაცთაგან? რომელთა გონებანი კაცობრივ არიან და ჴორციელ, მათთჳს ძნელ არს ცხორებაჲ იგი საღმრთოჲ, არა თუ შეუვრდენ ღმერთსა ლმობიერად, და მან სიზრქე იგი და სიფიცხე გულთა მათთაჲ მოაქციოს შიშსა თჳსსა. ხოლო თჳსსა ბუნებასა და წესსა ზედა ფრიად ტკბილ არიან და საწადელ მცნებანი ღმრთისანი. ამისთჳსცა ისმინე წინაჲსწარმეტყუეელისაჲ, რომლისა საცნობელნი სულისანი წმიდა იყვნეს, რასა-იგი იტყჳს, რამეთუ: „ტკბილ არიანო სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შანთისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდად ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას მონაჲ იგი, განუტევა და თანანადებიცა იგი მიუტევა მას“ (18,23-27), და შემდგომი ამისი. რამეთუ შემდგომად ესოდენისა მის კაცთმოყუარებისა პოა მან მოყუასი, რომლისა თანაედვა მას ასი დრაჰკანი, შეაშთობდა მას, და ამისთჳს შეჰრისხნა მეუფე იგი და შეაყენა საპყრობილედ, ვიდრემდე ყოველი გარდაიჴადოს.:

...კუეთუ გუნებავს ცნობად, თუ ვითარ ბევრი შანთი არს და უმეტესცა ცოდვათა ჩუენთა სიმრავლე, მცირედ რაჲმე გამოჩინებად ჴელ-ვყო, გარნა მეშინის, ნუუკუე უდებთა და ცოდვისმოყუარეთა უმეტესისა უდებებისა მიზეზ-ვსცე, გინა თუ მოსწრაფენი უმეტესსა შთავსთხინე ზრუნვასა, და თქუან სიტყუაჲ იგი მოციქულთაჲ: „ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად?“ ; გარნა ყოველსავე ზედა ვთქუა, რაჲთა უმეტესად განვეკრძალნეთ, ვიხილოთ რაჲ სიმრავლე ცოდვათა ჩუენთაჲ და ვცნათ ძალი იგი სინანულისაჲ. ხოლო ვთქუნე და გამოვაჩინნე ცოდვანი არა კაცად-კაცადისანი, არამედ ზოგადნი ყოველთანი, ხოლო კაცად-კაცადისაჲ თითოეულისა გონებამან გამოსახენ. გარნა პირველად ჯერ-არს თქუმად ქველისმოქმედებათა ღმრთისათაჲ, რაბამნი არიან და რაოდენნი: არაარსისაგან არსად მოგჳყვანნა და ხილულნი ესე ყოველნივე ჩუენთჳს დაჰბადნა: ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ, ჰაერნი და ცხოელნი, ნერგნი და მცენარენი და სხუანი იგი აურაცხელნი საქმენი; სული ცხოელი მოგუცა ჩუენ, უაღრესი ყოველთავე მყოფთა ქუეყანასა ზედა; სამოთხე დაასხა ჩუენთჳს; უფლად ყოველ-თა პირუტყუთა, თევზთა და მფრინველთა დაგუადგინნა; დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-გუყვნა. ამისა შემდგომად უმადლო ვიპოენით და გარდამავალ მცნებისა მისისა და სამოთხით გამოვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვ-დეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოოს; და რომელი ირეკდეს, განე-ღოს“ (7,7-8).:

...ვინ არიან ცხოვარნი, ანუ ვინ არიან ძაღლნი და ღორნი (ხოლო ესე საქმენი არა ადვილ იყვნეს გულისჴმის-საყოფელად, რამეთუ ფრიადი დაფარულებაჲ არს კაცთა შორის), და იცოდა უფალმან, ვითარმედ თქუმად ედვა ვიეთმე, თუ ძნელ და შეუძლებელ არიან მცნებანი ესე, ვითარცა სხუასა ადგილსა თქუეს მოწაფეთა: „და ვის ჴელ-ეწიფებისო ცხორებად?“ ხოლო რაჲთა აქაცა არა ეგრეთვე თქუან, ამისთჳს ზემოცა მრავალნი სიტყუანი ჭეშმარიტებისანი წარმოთქუნა გამოჩინებად, ვითარმედ არარას შეუძლებელსა იტყჳს, ხოლო აწ გჳრგჳნი ნუგეშინის-ცემისა და სიადვილისაჲ დაადგა წმიდათა მათ მცნებათა თჳსთა, რაჟამს-იგი თქუა: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“, რამეთუ არა თქუენ ხოლო გიღირს მოსწრაფებაჲ, არამედ ზეგარდამოჲსაცა შეწევნისა თხოაჲ თანაგაც, და უეჭუელად მოვიდეს შეწევნაჲ მაღლით და თანამავალ-გეყოს ყოველთავე საქმეთა თქუენთა და ყოველივე ძნელოვანი განგიადვილოს.

ამის ესევითარისა სახისათჳს თხოათა ჩუენთა განმარტებაჲ წინაშე ღმრთისა გჳბრძანა მოთმინებითა ფრიადითა და გულსმოდგინებითა მჴურვალითა, რამეთუ ამას მოასწავებს ძიებაჲ და რეკაჲ - მოუწყინებელად ვედრებასა; ვითარცა-იგი რომელი ეძიებნ დიდსა რასმე საუნჯესა, ყოვლისაგანვე საქმისა შემოიკრიბის გონებაჲ თჳსი და მჴურვალებით ეძიებნ,...

სრულად ნახვა