მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 19:21

20. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე?21. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.22. და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად.
სახარებაჲ მათესი თავი 19
21. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა (20,35).:

...ღებისა (20,35).

თარგმანი: იძიე თუ სადა წერილ არს სიტყუაჲ ესე უფლისა მიერ თქუმულად; ცხად არს, ვითარმედ ანუ უწერელად ყურით სმენილი ოდენ ქრისტესგან მოციქულთა მიერ მოცემულ არს ჩუენდა, ანუ თუ სხუებრ სხჳთა სიტყჳთა თქუმული ქრისტეს მიერ, ვითარმედ: "განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა" (), და კუალად: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (). ესე და მსგავსნი ამათნი სიტყუანი ესრეთ შეცვალნეს მოციქულთა სხჳთა სიტყჳთა, ხოლო მითვე ძალითა, ვითარმედ: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა; ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: მიცემისათჳს გლახაკთაჲსა საუნჯისა ქონებაჲ გუესმის ცათა შინა და მოწყალებისათჳს — ნეტარებაჲ და აღთქუმაჲ შეწყალებისაჲ, რომელნი-ესე მოღებისათჳს არაოდეს გუასმიან. ამისთჳს ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა.

და ესე რაჲ თქუა, დაიდგინა მუჴლნი მათ ყოველთა თანა და ილოცა (20,36).

თარგმანი: ამიერ ვისწავოთ, ვითარმედ უჴმს, რომელი იჯმნიდეს ძმათაგან, რაჲთა მუჴლთ-მოდრეკით ილოცოს მუნ მყოფთა თანა და ეგრეთღა განეშოროს მათგან შემდგომად სიტყუათა ჯმნისათა და მუჴლთ-მოდრეკით ლოცვისა.

იყო ტირილი დიდი მათ ყოველთაჲ და მოეხჳნეს ქედსა პავლესსა, ამბორს-უყოფდეს მას და ე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლთ ძჳრისჴსენებისათჳს და მოწყალებისა:

...ჲთამცა შეიყუარა მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი? რამეთუ უკუეთუ ვის ეშურა, ანუ ძჳრი უზრახა, ანუ ბოროტისა წილ ბოროტი მიაგო, ანუ არა მისცა, რაჲ მას უჴმდა, არა შეუყუარებიეს, ვი-თარცა თავი თჳსი. და არა ესე ოდენ ბრძანა ქრისტემან, არამედ სხუაჲცა, ვითარმედ: „განყიდე მონაგები შენი, მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“, ; ; რამეთუ საქმეთა მიერ მსგავსებასა უწოდა შედგომად.

რასა უკუე ვისწავლით ამისგან? ერთად, ვითარმედ რომელსა ესე ყოველი არა აქუნდეს, ვერ მიემთხუევის სრულებასა მას ცხორებასა შინა, რამეთუ ვითარცა სისრულისა მომატყუებელი თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ გნებავს სრულ-ყოფაჲ, განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“. და კუალად ამასცა გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ თჳთ მასცა ამხილა, ვითარმედ ამაოდ ზუაობს, რამეთუ რომელი ესევითარსა სიმდიდრესა შინა იყო და სხუათა შეურაცხ-ჰყოფდა სიგლახაკესა შინა, ვითარმცა შეიყუარა მან მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი? და არცა სადამე მას იტყოდა ჭეშმარიტებით. არამედ ჩუენ ვისწრაფოთ ყოვლითა ძალითა ყოვლისა მონაგებისა ჩუენისა მიცემად და მოსყიდად სასუფეველსა ცა-თასა, რამეთუ უკუეთუ კაცნი სოფლისა პატივისათჳს ყოველსა მონაგებსა მისცემენ, პატივ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...პეტრე რომელმან საქმემან სანატრელ-ყო: აღდგინებამან მკელობელისამან ანუ დატეობამან საფასეთამან? თავადისა ქრისტესგან ისწავე, რაჲ ჰრქუა მან მდიდარსა მას, რომელი ეძიებდა საუკუნესა ცხორებასა; არა რქუა, თუ: აღადგინენ მკელობელნი ანუ მკუდარნი, არამედ: „განყიდეო მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“.

და კუალად პეტრე არა თქუა, თუ: უფალო, აჰა სახელითა შენითა განვასხამთ ეშმაკთა და ვიქმთ სასწაულთა (რამეთუ მრავალსა იქმოდეს), არამედ თქუა: „აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“

და უფალმან არა სასწაულთა მოქმედობაჲ სანატრელ-ყო, არამედ „რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა აგარაკი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“. აწ უკუე, საყუარელნო, ჩუენცა ესრეთ ვიქმოდით, რაჲთა არა სირცხჳლეულ ვიქმნეთ, არამედ კადნიერებით წარვდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა.

ჰე, გევედრები, მოვიგნეთ კეთილნი საქმენი, შევინანნეთ ცოდვანი ჩუენნი, ვიღუაწოთ დამარხვად, რაჲ-იგი გუამცნო უფალმან, რაჲთა იყოს იგი ჩუენ თანა, ვითარცა მოციქულ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,3).:

...არს ყოველთა კეთილთაჲ. ესე არიან გლახაკნი სულითა - ჭეშმარიტნი იგი მდაბალნი.

ხოლო მეორესა მასცა სახესა გლახაკობისასა ნუ შეურაცხ-ჰყოფ, ძმაო, რომელი-იგი მომატყუებელ გექმნების ზეცისა სიმდიდრესა, რომლისათჳს იტყჳს უფალი: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და მოვედ, შემომიდეგ მე; და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა“; რამეთუ ვჰგონებ, თუ ესევითარიცა ესე სიგლახაკე არა განყოფილ არს მისგან, რომლისათჳს თქუა უფალმან: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“. ვითარცა-იგი ჰრქუა რაჲ უფალსა მოწაფემან მან, ვი-თარმედ: „ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“ უწყით, ვითარ აღუთქუა მან ასი წილი და სასუფეველი ცათაჲ, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხუევად.

ესრეთ კეთილი რაჲ და ჯეროვანი ყო დასაბამი მოძღურებისაჲ და პირველი იგი თავი ნეტარებათაჲ მიუთხრა, მეყსეულად შემდგომი ამისი მეორე აჴსენა და შემოიღო მცნებაჲ, წინააღმდგომი გონებისა სოფლისმოყუარეთაჲსა. რამეთუ ყოველნივე კაცნი სოფლისანი საშურველ და სანატრელ ჰგონებდეს სიხარულსა და განცხრომასა შინა მყოფთა, ხოლო მწუხარებასა და გლოასა და სიგლახაკესა შინა მყოფნი საწყალობელად შეერაცხნეს. არამედ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ეს...

სრულად ნახვა