მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 19:20

19. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.20. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე?21. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.
სახარებაჲ მათესი თავი 19
20. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვად, დაიმარხენ მცნებანი, რაჲთა არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე? ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა; და მოვედ, შემომიდეგ მე“ (19,17-21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რავდენი გჳრგჳნი უჩუენა მას და რავდენი კე-თილი წინაუყო? და ნება-სცა მას მიღებად ნიჭი იგი. ამისთჳსცა, ვიდრეღა ღუაწლი იგი არა ეთქუა, გჳრგჳნი უჩუენა მას და ჰრქუა: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო“, და მერმეღა შესძინა: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“, და მეყსეულად სასყიდელი უჩუენა: „და გაქუნდეს საუნჯე ცა-თა შინა; და მოვედ და შემომიდეგ მე“; და ესე კუალად უზეშთაესი არს ყოველთა ნიჭთასა - შედგომაჲ უფლისაჲ. რამეთუ დატევებისათჳსღა საფასეთაჲსა იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა უცხო-ჰყოფს სიმდიდრისაგან, არამედ უფროჲსად შესძინებს სიმდიდრესა მისსა, და ესოდენ უაღრესსა მისცემს და უმჯობესსა, რაოდენ ცაჲ უაღრეს არს ქუეყანასა, და უხრწნელი იგი და წარუვალი - განხრწნადსა მას და წარმავალსა. გარნა საცნაურ არს, ვითარმედ არა კმა არს უგულებელს-ყოფაჲ საფასეთაჲ, არამედ ჯერარს შედგომაჲ ქრისტესი. ესე იგი არს, რაჲთა სხუანიცა მცნებანი მისნი აღვასრულნეთ და მზა ვიყვნეთ სახელისა მისისათჳს დათხევად სისხლისა და მარადღე სიკუდილად, ვითარცა თავადი ბრძანებს: „რომელსა ჰნებავს...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:15-22 — მდიდარი ჭაბუკი და საუკუნო ცხოვრება:

15-17. და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ. აჰა მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. - იგი იმიტომ კი არ მივიდა მასთან, რომ ეცდუნებინა, არამედ, რათა ესწავლა, რადგან საუკუნო სიცოცხლე სწყუროდა; თუმცაღა ქრისტეს, ვითარცა ჩვეულებრივ კაცს, ისე მიეახლა. ამიტომაც ეუბნება უფალი: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი, ანუ უკეთუ სoხიერს მე მხოლოდ როგორც მოძღვარს მიწოდებ, ცუდად მიწოდებ, რადგან კაცთაგან სახიერი არავინაა; ჯერ ერთი, ჩვენ ძალიან ადვილად მივდრკებით სიკეთისაგან და, მეორეც, ღმრთეებრივ სიკეთესთან შედარებით კაცობრივი სიკეთე უვარგისად ითვლება.

17-19. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი. ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. - კითხვის დამსმელს უფალი სჯულის მცნებებზე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის