თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რავდენი გჳრგჳნი უჩუენა მას და რავდენი კე-თილი წინაუყო? და ნება-სცა მას მიღებად ნიჭი იგი. ამისთჳსცა, ვიდრეღა ღუაწლი იგი არა ეთქუა, გჳრგჳნი უჩუენა მას და ჰრქუა: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო“, და მერმეღა შესძინა: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“, და მეყსეულად სასყიდელი უჩუენა: „და გაქუნდეს საუნჯე ცა-თა შინა; და მოვედ და შემომიდეგ მე“; და ესე კუალად უზეშთაესი არს ყოველთა ნიჭთასა - შედგომაჲ უფლისაჲ. რამეთუ დატევებისათჳსღა საფასეთაჲსა იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა უცხო-ჰყოფს სიმდიდრისაგან, არამედ უფროჲსად შესძინებს სიმდიდრესა მისსა, და ესოდენ უაღრესსა მისცემს და უმჯობესსა, რაოდენ ცაჲ უაღრეს არს ქუეყანასა, და უხრწნელი იგი და წარუვალი - განხრწნადსა მას და წარმავალსა. გარნა საცნაურ არს, ვითარმედ არა კმა არს უგულებელს-ყოფაჲ საფასეთაჲ, არამედ ჯერარს შედგომაჲ ქრისტესი. ესე იგი არს, რაჲთა სხუანიცა მცნებანი მისნი აღვასრულნეთ და მზა ვიყვნეთ სახელისა მისისათჳს დათხევად სისხლისა და მარადღე სიკუდილად, ვითარცა თავადი ბრძანებს: „რომელსა ჰნებავს...
სახარებაჲ მათესი 19:18
17. ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი.18. ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო;19. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
სახარებაჲ მათესი თავი 19