თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რავდენი გჳრგჳნი უჩუენა მას და რავდენი კე-თილი წინაუყო? და ნება-სცა მას მიღებად ნიჭი იგი. ამისთჳსცა, ვიდრეღა ღუაწლი იგი არა ეთქუა, გჳრგჳნი უჩუენა მას და ჰრქუა: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო“, და მერმეღა შესძინა: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“, და მეყსეულად სასყიდელი უჩუენა: „და გაქუნდეს საუნჯე ცა-თა შინა; და მოვედ და შემომიდეგ მე“; და ესე კუალად უზეშთაესი არს ყოველთა ნიჭთასა - შედგომაჲ უფლისაჲ. რამეთუ დატევებისათჳსღა საფასეთაჲსა იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა უცხო-ჰყოფს სიმდიდრისაგან, არამედ უფროჲსად შესძინებს სიმდიდრესა მისსა, და ესოდენ უაღრესსა მისცემს და უმჯობესსა, რაოდენ ცაჲ უაღრეს არს ქუეყანასა, და უხრწნელი იგი და წარუვალი - განხრწნადსა მას და წარმავალსა. გარნა საცნაურ არს, ვითარმედ არა კმა არს უგულებელს-ყოფაჲ საფასეთაჲ, არამედ ჯერარს შედგომაჲ ქრისტესი. ესე იგი არს, რაჲთა სხუანიცა მცნებანი მისნი აღვასრულნეთ და მზა ვიყვნეთ სახელისა მისისათჳს დათხევად სისხლისა და მარადღე სიკუდილად, ვითარცა თავადი ბრძანებს: „რომელსა ჰნებავს...
სახარებაჲ მათესი 19:17
15-17. და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ. აჰა მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. - იგი იმიტომ კი არ მივიდა მასთან, რომ ეცდუნებინა, არამედ, რათა ესწავლა, რადგან საუკუნო სიცოცხლე სწყუროდა; თუმცაღა ქრისტეს, ვითარცა ჩვეულებრივ კაცს, ისე მიეახლა. ამიტომაც ეუბნება უფალი: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი, ანუ უკეთუ სoხიერს მე მხოლოდ როგორც მოძღვარს მიწოდებ, ცუდად მიწოდებ, რადგან კაცთაგან სახიერი არავინაა; ჯერ ერთი, ჩვენ ძალიან ადვილად მივდრკებით სიკეთისაგან და, მეორეც, ღმრთეებრივ სიკეთესთან შედარებით კაცობრივი სიკეთე უვარგისად ითვლება.
17-19. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი. ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. - კითხვის დამსმელს უფალი სჯულის მცნებებზე...
...აკლულევან იყოს ჭეშმარიტებისაგან სიტყუაჲ იგი.
და კუალად ესეცა გულისჴმისსაყოფელ არს, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „არავინ“, დაღაცათუ ჩანს, თუ სხუასა ყოველსავე განარჩევს, თჳნიერ მისა, რომლისათჳს იტყჳს, გარნა არა ესრეთ არს წმიდათა წერილთა შინა ჩუეულებაჲ მისი; რამეთუ იტყჳს: „არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“. არა თუ მუნ თავი თჳსი უფალმან გარეგან სახიერებისა დააწესა. ნუ იყოფინ! არამედ პირველი იგი მიზეზი სახიერებისაჲ მისცა მამასა, რამე-თუ ესე მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ ყოველივე, რაჲცა არს მამისაჲ, მისი არს. ეგრეთვე სახიერებაჲ, ვითარცა არს მამისაჲ, ეგრეთვე ძისაჲ არს. და კუალად იტყჳს: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან“. არა თუ მუნ უმეცრებასა წამებს სულისა წმიდისასა. ნუ იყოფინ! არამედ მუნცა პირველი მიზეზი მეცნიერებისაჲ მამისაჲ წამა, რამეთუ ესე ცხად იყო, და მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ: „არავინ იცის ღმრთისაჲ, გარნა სულმან ღმრთისამან“.
აწ უკუე ყოველივე ესევითარი დიდებაჲ და პატივი და სიბრძნე და სახიერებაჲ და მეცნიერებაჲ და სხუაჲ ყოველივე კეთილი მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ განუყოფელ არს. თჳნიერ, ვითარცა მიზეზსა, პირველ იტყჳს მამისათჳ...
...მელ არა ხილულისა მის სიტყჳსა მიმართ ჰყოფს სიტყუასა, არამედ გონებისაებრ მკითხველთაჲსა; რამეთუ მან, რომელმან-იგი ჰრქუა: „მოძღუარო სახიერო“, ვინაჲთგან არა გულისად, არამედ ლიქნისსახედ ეტყოდა სიტყუასა მას, არარაჲ ჰრქუა სიტყუაჲ შემადლებისაჲ, არამედ: „რასა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“.
და კუალად, ოდეს-იგი ჰრქუეს მას ძმათა მისთაო, „გამოუცხადე თავი შენი სოფელსა“, ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳან, რაჲთა აქუნდეს მათ მიზეზი ზუაობისაჲ, მიუგო და ჰრქუა მათ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე არს“.
და კუალად, ოდეს იოვანე მოუვლინა მოწაფენი და ჰრქუა: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ“. არა სიტყუათა მიმართ, არამედ გონებისაებრ მომავლინებელისა მის მისცა პასუხი; და ეგრეთვე, ოდეს ერსა მას ეტყოდა იოვანესთჳს.
ამითვე სახითა ამასცა მწიგნობარსა მიუგო არა სიტყჳსა მისისაებრ, არამედ გონებისა; და იხილე, რაბამსა სახესა სიმდაბლისასა აქაცა აჩუენებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ყოველ...