მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 19:11

10. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ.11. ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს.12. რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ.
სახარებაჲ მათესი თავი 19
11. ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელ-თა მიცემულ არს“ (19,11).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აღამაღლებს სიტყუასა მას ქალწულებისასა და გამოაჩინებს, ვითარმედ დიდი საქმე არს, რაჲთა ესრეთ მოიზიდნეს მრავალნი სათნოებისა მის მიმართ. რამეთუ ვინაჲთგან თქუმად ქალწულებისათჳს ძნელ იყო და მძიმე, ამისთჳს შჯული იგი და წესი ქორწინებისაჲ წარმოუთხრა, რაჲთა ცნან მისიცა სიძნელე და სურვიელ იქმნენ მრავალნი ქალწულებისათჳს. ხოლო რომელ თქუა, თუ: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთა მიცემულ არს“, ესე ამისთჳს თქუა, რაჲთა სცნა, ვითარმედ დიდ არს ღუაწლი ქალწულებისაჲ, და უჴმს კაცსა ღმრთისმიერი შეწევნაჲ. და არა თუ განჩინებულსა რასმე და იძულებითსა მოსაცემელსა მოასწავებს, რამეთუ მიეცემის მათ, რომელთაცა ენებოს. რამეთუ ოდეს წინამდებარე იგი საქმე დიდი იყოს, მარადის ესრეთ იტყჳს, ვითარცა თქუა სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობაჲ საიდუმლოთაჲ“. არა თუ სხუათა მათ არა მიეცემოდა, არამედ არა ინებეს მიღებად, ხოლო მოციქულნი წადიერ იყვნეს და გულმოდგინე, ამისთჳსცა მოეცა ღმრთის მიერ.

და კუალად, ოდეს გესმას სიტყუაჲ მოციქულისაჲ, ვითარმედ: „არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი რბის,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:11-12 — ქალწულება და უქორწინებლობა:

11. ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს. - რაკი მოწაფეებმა თქვეს, მაშინ უქორწინებლობა სჯობსო, უფალი ამბობს: მართალია ქალწულება დიდი განძია, მაგრამ მისი დაცვა ყველას როდი შეუძლია, არამედ მხოლოდ მათ, რომელთაც ღმერთი შეეწევაო, რადგან სიტყვა - მიცემულ არს - აქ დგას ნაცვლად სიტყვებისა: რომელთაც ღმერთი შეეწევა. ხოლო მიეცემა მათ, რომელნიც ითხოვენ: ითხოვდით და მოგეცეთ თქუენ (ლუკა 11.9); რამეთუ ყოველი, რომელიც ითხოვს, მიიღებს (იოანე 16.24).

12. რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ. - მცირენი არიან, - ამბობს უფალი, - რომელნიც ქალწულების სათნოებაში წარემატებიან. ზოგიერთნი საჭურისები დედის მუცლითგანვე არიან, ანუ ისინი ბუნებრივი აგებულებისა გამო ქალთან შეერთებისათვის არ ილტვიან. ამგვართა უმანკოებას ფასი არა აქვს. არიან ისეთებიც, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. ხოლო ზეციური...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ ვითარმედ სათნოებაჲ სულიერი მსხუერპლი არს, და ვეცხლისმოყუარებაჲ ცუდადმზუაობრობისაგან არს:

...აჲ; ხოლო ტრფიალებაჲ იგი ჴორცთა სიმჴურვალისაჲ ბუნებითი არს, გარნა არასაჭიროჲ, რამეთუ მრავალთა სძლეს მას და არა მოკუდეს. ხოლო ვეცხლისმოყუარებისა გულისთქუმაჲ - არცა ბუნებითი, არცა საჭიროჲ, არამედ უკუეთუ გუენებოს, არა შევიწყნარებთ მას. რამეთუ უფალმანცა ქალწულებისათჳს თქუა, ვი-თარმედ: „რომელთა ძალ-უც“, ხოლო საჴმართმოყუარებისათჳს თქუა: „რომელმან არა დაუტევოს ყოველი მონაგები თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“. რამეთუ რომელი ადვილ არს, ამას გუამცნებს, ხოლო რომელი ვერ ყოველთა ძალ-უც, მიუშუებიეს იგი ნებასა ზედა.

აწ უკუე რად ვჰყოფთ თავთა ჩუენთა უსიტყუელ წინაშე ღმრთისა? რამეთუ რომელი უფიცხლჱსისა ვნებისა მიერ იძლიოს, არა ესრეთ ღირს არს საშჯელისა, ვითარ იგი, რომელი უძლურისა ვნებისა მიერ ესრეთ მოუძლურებულ იქმნეს. რამეთუ რაჲ ვთქუათ, რაჟამს გუარქუას, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიერი, და არა მეცით მე ჭამადი“? ნუუკუე ქურივსა მას უგლახაკჱს ვართა, რაჲთამცა სიგლახაკჱ ვიმიზეზეთ? რამეთუ ღმერთი არა სიმრავლესა საფასეთასა ეძიებს, არამედ სიკეთესა გონებისასა, და ესეცა მისისა კაცთმოყუარებისაგან არს. ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ძალისაებრ ჩუენისა ქმნ...

სრულად ნახვა