მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 19:1

1. და იყო ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა.2. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ.
სახარებაჲ მათესი თავი 19
1. და იყო ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ ვითარმედ სათნოებაჲ სულიერი მსხუერპლი არს, და ვეცხლისმოყუარებაჲ ცუდადმზუაობრობისაგან არს:

...აჲ; ხოლო ტრფიალებაჲ იგი ჴორცთა სიმჴურვალისაჲ ბუნებითი არს, გარნა არასაჭიროჲ, რამეთუ მრავალთა სძლეს მას და არა მოკუდეს. ხოლო ვეცხლისმოყუარებისა გულისთქუმაჲ - არცა ბუნებითი, არცა საჭიროჲ, არამედ უკუეთუ გუენებოს, არა შევიწყნარებთ მას. რამეთუ უფალმანცა ქალწულებისათჳს თქუა, ვი-თარმედ: „რომელთა ძალ-უც“, ხოლო საჴმართმოყუარებისათჳს თქუა: „რომელმან არა დაუტევოს ყოველი მონაგები თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“. რამეთუ რომელი ადვილ არს, ამას გუამცნებს, ხოლო რომელი ვერ ყოველთა ძალ-უც, მიუშუებიეს იგი ნებასა ზედა.

აწ უკუე რად ვჰყოფთ თავთა ჩუენთა უსიტყუელ წინაშე ღმრთისა? რამეთუ რომელი უფიცხლჱსისა ვნებისა მიერ იძლიოს, არა ესრეთ ღირს არს საშჯელისა, ვითარ იგი, რომელი უძლურისა ვნებისა მიერ ესრეთ მოუძლურებულ იქმნეს. რამეთუ რაჲ ვთქუათ, რაჟამს გუარქუას, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიერი, და არა მეცით მე ჭამადი“? ნუუკუე ქურივსა მას უგლახაკჱს ვართა, რაჲთამცა სიგლახაკჱ ვიმიზეზეთ? რამეთუ ღმერთი არა სიმრავლესა საფასეთასა ეძიებს, არამედ სიკეთესა გონებისასა, და ესეცა მისისა კაცთმოყუარებისაგან არს. ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ძალისაებრ ჩუენისა ქმნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).:

...აჲსწარმეტყუელმან, ეგევითარი თქუა, რომელი უეჭუელად ეგულებოდა ყოფად, რამეთუ უკუეთუმცა არა ეგულებოდა ყოფად, არამცა ეთქუა; ხოლო უკუეთუ ესე სიტყუაჲ არს, ვითარმედ: „ვერ ძალედვა“, ესე მისი ნაცვალი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა უნდა, და ნუ გიკჳრს, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს: „რომელსა ძალ-უც ტჳრთვად, იტჳრთენ“. და ესრეთ მრავალსა ადგილსა ნებასა ძალად უწოდებს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „სოფელსა ვერ ძალ-უც მოძულებად თქუენდა”. და კუალად არა წერილისა მიერ ოდენ არს ესე ჩუეულებაჲ, არამედ მრავალგზის კაცთა მიერცა, ვითარცა იტყჳნ ვინმე, ვითარმედ: ვერ ძალ-მიც მისი ვისიმე შეყუარებაჲ, და ფრიადსა მას ნებასა ძალად უწოდნ; და ვითარმედ მას ვისმე ვერ ძალ-უც, რაჲთამცა სახიერ იყო, და ძალად ნებასა იტყჳნ. და კუალად წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ იცვალოს ჰინდომან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელჱ თჳსი, და ერმანცა ამან შეუძლოს კეთილის-ყოფად, რომელსა უსწავლიეს ბოროტი“. არა თუ იტყჳს, თუ: შეუძლებელ არს ქმნაჲ სათნოებისაჲ, არამედ: არა ჰნებავსო და ამისთჳს ვერ ძალ-უც. და აქაცა უკუე მახარებელი ამას იტყჳს, ვითარმედ: შეუძლებელ იყო, რაჲთამცა ტყუვა წინაჲსწარმეტყუელმან,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლთ ძჳრისჴსენებისათჳს და მოწყალებისა:

...ასა ღირს იქმნნენ, ვითარცა-იგი უბადრუკ არიან და ბევრეულგზის საწყალობელ, რომელნი მას ნეტარებასა დააკლდენ.

და უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: და რომელი საქმჱ არს, რომელი მას ცხორებასა ღირს-მყოფს ჩუენ? ისმინე თავადისაჲ მის, რასა ეტყჳს ჭაბუკსა ვისმე, რომელმან თქუა, ვითარმედ: „რაჲ ვყო, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?“ ; ; და უფალმან ჰრქუა მას სხუათა მათ მცნებათათჳს და უკუანაჲსკნელ მოვიდა სიყუარულსა მოყუსისასა, ვითარცა ბეჭედსა მას ყოვლისასა. და უკუეთუ ვინ თქუას აწცა, ვითარმედ: არა მიმრუშავს, არა მიპარავს, არა კაც-მიკლავს, გარნა ესე-მე-მცა იპოვამცაა წარმართებაჲ, რაჲთამცა შეიყუარა მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი? რამეთუ უკუეთუ ვის ეშურა, ანუ ძჳრი უზრახა, ანუ ბოროტისა წილ ბოროტი მიაგო, ანუ არა მისცა, რაჲ მას უჴმდა, არა შეუყუარებიეს, ვი-თარცა თავი თჳსი. და არა ესე ოდენ ბრძანა ქრისტემან, არამედ სხუაჲცა, ვითარმედ: „განყიდე მონაგები შენი, მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“, ; ; რამეთუ საქმეთა მიერ მსგავსებას...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლვ რაჲთა არა მოვიწყინებდეთ საღმრთოთა სათნოებათა მიმართ:

...ბრძოლითა გულისთქუმისაჲთა სძლოს კაცმან ვნებასა მას; და მჴედარიცა მაშინ გჳრგჳნოსან იქმნების, რაჟამს ფიცხელსა ბრძოლასა შევიდეს, არა თუ მაშინ, ოდეს არავინ იყოს მბრძოლი. ამისთჳსცა უფალმან სამნი სახენი თქუნა საჭურისობისანი; და ორთათჳს იტყჳს, ვითარმედ უგჳრგჳნო არიან, ხოლო ერთსა მას ოდენ შეიყვანებს სასუფეველად.

არამედ კუალად იტყჳს მეტყუელი იგი, ვითარმედ: და რად საჴმარ იყო ყოვლადვე დაბადებაჲ ცოდვისა და უკეთურებისაჲ? ხოლო ამას მეცა ვიტყჳ, ვითარმედ: რად საჴმარ იყო დაბადებაჲ ცოდვისაჲ? გარნა მითხარ, თუ ვინ არს შემოქმედი ცოდვისა და უკეთურებისაჲ? ანუ ვინ არს სხუაჲ შემოქმედი მისი, გარნა დაჴსნილობაჲ ნებისა ჩუენისაჲ? უკუეთუ კულა იტყჳ ამას: და რად არა კეთილნი ოდენ ვართ, არამედ ბოროტსა მივდრკებით? მეცა გეტყჳ, ვითარმედ: რაჲ არს ბუნებაჲ კეთილობისაჲ: სიფრთხილე და მოსწრაფებაჲ ანუ ძილი და ქუეწოლაჲ? და უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: რად არა ესე უქმნიეს ღმერთსა სათნოებად, რომელი უადვილე იქმნების, უჭირველად წარემართების? პირუტყუთა სიტყუასა იტყჳ, რომელთა ღმერთ მუცელი აქუს. ანუ მითხარ მე: უკუეთუ იყვნენ ერთბამად მეფჱ და ერისთავი, და მერმე მეფჱ დაითროს და დაიძინოს, და მოიწინენ მბრძოლნი, და აღდგეს ერისთავი და სძლოს მბრძოლთა მათ, არამცა მისი იყოა მადლი, რომელი შურა დ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს სანთელნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი იგი მათგანნი იყვნეს სულელნი, და ხუთნი - ბრძენნი. მიიხუნეს სულელთა მათ სანთელნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა სანთელთა მათ თანა. დაყოვნებასა მას მის სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე შემოვალს, აღდეგით და მივეგებვოდით მას. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს სანთელნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: გუეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ წარვედით სავაჭროსა და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძჱ იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაიჴშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენცა! მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღჳძებდით უკუე თქუენცა, რამეთუ არა იცით დღჱ იგი, არცა ჟამი“ (25,1-13).:

...ვი-თარცა შეემთხჳა სულელთა მათ.

ხოლო რაჲსათჳს იგავსა ამას შინა პირი ქალწულთაჲ წარმოიღო და არა სხუაჲ რაჲმე პირი თქუა? ესე ამისთჳს, რამეთუ პირველ დიდნი ქებანი წარმოთქუნა ქალწულებისანი, ვითარმედ: „არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. და არა ყოველთა დაიტიონო სიტყუაჲ ესე“. და სხუაჲ მრავალი თქუა. და უწყოდა უფალმან, ვითარმედ დიდად აქუს კაცთა საქმჱ ესე, და არსმცა ჭეშმარიტად დიდ. და ჩანს, რომელ არცა ძუელსა შინა შჯულსა დიდთა მათ წმიდათა კაცთა შეუძლეს აღსრულებად, და ახალსა შინა არა დაეწესა ესე საქმჱ შჯულად სიძნელისათჳს მისისა. არცა თქუა ღმერთმან განჩინებით, არამედ ნებასა კაცად-კაცადისასა მიუშუა და თქუა: „რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენო“.

ამისთჳსცა ნეტარი პავლე იტყჳს: „ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუსო“. ესე იგი არს, ვაქებო ყოველსა, რომელმანცა წარჰმართოს, ხოლო რომელსა არა ენებოს, არა აღვიძულებ, არცა შჯულად დავსდებ საქმესა ამას. ვინაჲთგან უკუე დიდ არს საქმჱ ესე და ყოველთა მიერ საქებელ, რაჲთა არა ჰგონებდენ, რომელთა ქალწულებაჲ წარჰმარ-თონ, თუ ყოველივე წარუმართებიეს და სრულებისა საზომსა მიწევნულ არიან და სხუანი სათნოებანი უგულ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:

...აკლულევან იყოს ჭეშმარიტებისაგან სიტყუაჲ იგი.

და კუალად ესეცა გულისჴმისსაყოფელ არს, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „არავინ“, დაღაცათუ ჩანს, თუ სხუასა ყოველსავე განარჩევს, თჳნიერ მისა, რომლისათჳს იტყჳს, გარნა არა ესრეთ არს წმიდათა წერილთა შინა ჩუეულებაჲ მისი; რამეთუ იტყჳს: „არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“. არა თუ მუნ თავი თჳსი უფალმან გარეგან სახიერებისა დააწესა. ნუ იყოფინ! არამედ პირველი იგი მიზეზი სახიერებისაჲ მისცა მამასა, რამე-თუ ესე მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ ყოველივე, რაჲცა არს მამისაჲ, მისი არს. ეგრეთვე სახიერებაჲ, ვითარცა არს მამისაჲ, ეგრეთვე ძისაჲ არს. და კუალად იტყჳს: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან“. არა თუ მუნ უმეცრებასა წამებს სულისა წმიდისასა. ნუ იყოფინ! არამედ მუნცა პირველი მიზეზი მეცნიერებისაჲ მამისაჲ წამა, რამეთუ ესე ცხად იყო, და მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ: „არავინ იცის ღმრთისაჲ, გარნა სულმან ღმრთისამან“.

აწ უკუე ყოველივე ესევითარი დიდებაჲ და პატივი და სიბრძნე და სახიერებაჲ და მეცნიერებაჲ და სხუაჲ ყოველივე კეთილი მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ განუყოფელ არს. თჳნიერ, ვითარცა მიზეზსა, პირველ იტყჳს მამისათჳ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა:

...ნ განრყუნის, და მპარავთა დათხარიან და განიპარიან“. ხოლო ამას ყოველსა თანა გიჩუენებს სახესაცა, რაჲთა იხილნე სნებისა მის ბოროტნი, და წინაგიყოფს მდიდარსა მას, რომელი წადიერ იყო მიმთხუევად ცხორებისა და სიმრთელისა და ვერ უძლო მიმთხუევად ანგაჰრებისაგან მისისა. და კუალად ამას თანა სხუაჲ მახარებელი გიჩუენებს მეორესა მას მდიდარსა, რომელი იწუებოდა ცეცხლსა შინა და არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო.

კუალად იტყჳს სახიერი იგი მკურნალი, ვითარმედ: „შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისაგან შესაძლებელ არს“, რაჲთა სცნა, ვითარმედ დაღაცათუ მდიდარ იყო, ძალ-უც მკურნალსა მას კურნებაჲ შენი, რამეთუ არა სიმდიდრე განაგდო წესისა მისგან, არამედ მონებაჲ საფასეთაჲ და ტრფიალებაჲ ანგაჰრებისაჲ; რამეთუ მდიდარსა უკუეთუ სიმდიდრე თჳსი ზიარად აქუნდეს გლახაკთათჳს, ძალ-უც შესლვად ცხორებასა, და რაჲთა უმეტესისა მოგებაჲ ექსორია-ყოს გულისაგან თჳსისა, ვითარცა იყო ნეტარი იობ და დიდი აბრაჰამ, ისაკ და იაკობ და მსგავსნი მათნი, რომელნი სიმდიდრესაცა შინა სათნო-ეყვნეს ღმერთსა. მოიგე სხუაჲცა მკურნალი და უფროჲსღა სახე კურნებისაჲ; იხილე მეზუერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა წარვიდა მიერ, აჰა მო-ვინმე-უჴდა მას კაცი ერთი და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ-მე კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?“ (19,15-16).:

...არს ვეცხლისმოყუარებაჲ“, და მისგან აღმოეცენებიან ურიცხუნი ვნებანი.

ხოლო მო-რაჲ-უჴდა უფალსა და ჰრქუა: „მოძღუარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნა, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რაჲსათჳს ესრეთ მიუგო ქრისტემან, ვითარმედ: „არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“? ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ: ვინაჲთგან კაცი იგი, ვითარცა კაცსა ლიტონსა, მოძღურებითა სავსესა, მოუჴდა და არა ვითარცა ღმერთსა, ამისთჳს კაცობრივ ყო უფალმან მისა მიმართ სიტყუაჲ; და ამას მრავალგზის იქმს, იჭჳსაებრ მკითხველთაჲსა მისცემს პასუხსა, ვითარცა-იგი ოდესმე იტყოდა: „ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით“, გონებისაებრ და უძლურებისა დედაკაცისა მის მიუგო; და კუალად თქუა: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“. და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომელ იჭჳსაებრ მსმენელთაჲსა მიუგებდა სიტყუასა. ეგრეთვე ამას კაცობრივ იტყჳს, იჭჳსაებრ მისისა. ხოლო რაჟამს თქუა, თუ: „არავინ არს სახიერ“, არა თუ თავი თჳსი განაყენა სახიერებისაგან. ნუ იყოფინ! არამედ „არავინ არსო სახიერ“, ესე იგი არს, კაცთაგანი არავინ არს სახიერ. და ესეცა თუ თქუა, არცა თუ კ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (8,20).:

...მელ არა ხილულისა მის სიტყჳსა მიმართ ჰყოფს სიტყუასა, არამედ გონებისაებრ მკითხველთაჲსა; რამეთუ მან, რომელმან-იგი ჰრქუა: „მოძღუარო სახიერო“, ვინაჲთგან არა გულისად, არამედ ლიქნისსახედ ეტყოდა სიტყუასა მას, არარაჲ ჰრქუა სიტყუაჲ შემადლებისაჲ, არამედ: „რასა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“.

და კუალად, ოდეს-იგი ჰრქუეს მას ძმათა მისთაო, „გამოუცხადე თავი შენი სოფელსა“, ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳან, რაჲთა აქუნდეს მათ მიზეზი ზუაობისაჲ, მიუგო და ჰრქუა მათ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე არს“.

და კუალად, ოდეს იოვანე მოუვლინა მოწაფენი და ჰრქუა: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ“. არა სიტყუათა მიმართ, არამედ გონებისაებრ მომავლინებელისა მის მისცა პასუხი; და ეგრეთვე, ოდეს ერსა მას ეტყოდა იოვანესთჳს.

ამითვე სახითა ამასცა მწიგნობარსა მიუგო არა სიტყჳსა მისისაებრ, არამედ გონებისა; და იხილე, რაბამსა სახესა სიმდაბლისასა აქაცა აჩუენებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ყოველ...

სრულად ნახვა