მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 18:5

4. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა.5. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს.6. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა.
სახარებაჲ მათესი თავი 18
5. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის გამოცხადება მამბრეს მუხასთან (18:2):

...ავლემაც თქვა: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (), — აშკარად მამამთავარს გულისხმობდა. სწორედ ამიტომ ქრისტემაც თქვა: „და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს" (). დავიმახსოვროთ ეს, საყვარელნო, და სტუმრის მიღების აპირებისას ნურასოდეს გამოვიძიებთ, ვინ არის იგი და საიდან. მართლაც, მამამთავარსაც ცნობისმოყვარეობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა შესცოდავდა კიდეც. მაგრამ შენ იტყვი, რომ მან იცოდა მოსულთა ღირსება. საიდან არის ეს ცნობილი? პირიქით, რომ ნამდვილად იცოდეს, მაშინ რით დაიმსახურებდა აღტაცებას? რომ ცნობისმოყვარეობდეს, მაშინ მისი სტუმართმოყვარეობა ისე საოცარი არ იქნებოდა, როგორც ახლა, როცა უცოდინარმა, ვინ იყვნენ მოსულნი, ისეთი მოშურნეობითა და პატივისცემით მოექცა მათ, როგორც მონა უფლებს, სიტყვებით, ვითარცა საკვრელებით, შეკრავდა მათ და ევედრებოდა, უარი არ ეთქვათ მისთვის და ამით ასეთი დიდი წყალობა არ წაერთმიათ. მან იცოდა, რას აკეთებდა, და ამიტომ ასეთი ცხელი მოშურნეობით ცდილობდა აქედან მთელი სარგებელი ეღო. მაგრამ მოვისმინოთ თავად მწიგნობრის სიტყვები, რომ ღრმა სიბერეში ყმაწვილკაცური სიცოცხლე, ახალგაზ...

სრულად ნახვა