...ა, რომ ღვთის კაცთმოყვარეობასაც კი გვაშორებს! რომ ამაში დარწმუნდეთ, მინდა შეგახსენოთ სახარების იგავი, თუ როგორ მიიღო ერთმა (მოვალემ) ბატონისგან ათი ათასი ტალანტის პატიება, რადგან ფეხებში ჩაუვარდა ბატონს, თხოვდა და ევედრებოდა. "შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას" (). ხედავ ბატონის მოწყალებას? ის ფეხებში ჩაუვარდა და მხოლოდ ვადის გახანგრძლივებას ითხოვდა: "სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ" (). მაგრამ კეთილმა, შემწყნარებელმა და კაცთმოყვარმა ბატონმა, შეიბრალა რა მონა, არა იმდენი მისცა, რამდენსაც ითხოვდა, არამედ იმდენი, რამდენსაც ვერც მოელოდა. უფალი, ჩვეულებისამებრ, ყოველთვის აჭარბებს და წინ უსწრებს ჩვენს თხოვნას. ასე, როცა ის ვადის გახანგრძლივებას ევედრებოდა და მთელი ვალის დაბრუნებას პირდებოდა, უფალმა, სახიერებით ჩვენი შეცოდებანი რომ სძლევს, შეიბრალა და განუტევა იგი, და ვალიც შეუნდო. ხედავ, რას ითხოვდა მონა, და რამდენი უბოძა ბატონმა? ახლა უყურე ამ მონის უგუნურობას. ამ შეწყნარებისა და მისთვის აღმოჩენილი გამოუთქმელი ქველმოქმედების შემდეგ, მას ხომ თვითონაც უნდა გამხდარიყო თანამოძმეთადმი მეტად თანალმობიანი, მაგრამ ის სულ სხვაგ...
სახარებაჲ მათესი 18:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...რეული კეთილი უყო მათ.
ხოლო რაჲ სიტყუაჲ გუაქუნდეს, რომელნი შემდგომად შჯულისა და ქრისტეს მოსლვისა უწინარეს შჯულისაცა ყოფილთა არა ვჰბაძვიდეთ? ვინ მიჴსნნეს სატანჯველთაგან? რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს ძჳრისჴსენებისა, და ამას გამოაჩინებს თანამდები იგი ბევრისა ტალანტისაჲ, რომელსა შეენდო და მერმე მიეჴადა, და რამეთუ შეენდო ღმრთისა კაცთმოყუარებისათჳს და მიეჴადა თჳსისა უკეთურებისათჳს. ხოლო ჩუენ მოყუასთა ყოველი ცთომაჲ შეუნდოთ და კეთილი უყოთ მათ, რაჲთა მივემთხჳნეთ ღმრთისა კაცთმოყუარებასა, და საუკუნენი კეთილნი მოგუეცნენ ჩუენ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...ქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“.
ისმინე კუალად იგავიცა იგი, რომელსა თანაედვა ბევრი შანთი და მიუტევა მეუფემან, ხოლო მან თჳსითა მით უგუნურებითა არა ინება მოყუსისადა სულგრძელ-ყოფად. ამისთჳს განაახლა თავსა ზედა თჳსსა რისხვაჲ იგი მეუფისაჲ.
რამეთუ ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუ ვისმე ჰრისხვიდეს ღმერთი და მოაწიოს მის ზედა სატანჯველი რაჲმე ამასვე სოფელსა, უკუეთუ ვინმე მოხარულ იყოს საქმესა მას ზედა, განურისხდების, დაღაცათუ სამართლად იტანჯების იგი ვინმე. არამედ შენ, კაცო, არა გიჴმს სიხარული ამას ზედა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ვაჲ მათდა, რამეთუ არა ელმოდა შემუსრვილებაჲ იგი იოსებისი“, ესე იგი არს, ტომთა მათ მის-თაჲ, რამეთუ იგინი ღმრთისა განგებითა იტანჯებოდეს. არამედ ესევითარ-თაჲცა ჰნებავს, რაჲთა გუეწყალოდინ ჩუენ და მათ თანა გუელმოდის.
აწ უკუეთუ მათი არა ჯერ-არს ზედადართვაჲ, რომელთა ღმერთი სტანჯვიდეს, არამედ უფროჲსად წყალობაჲ, რავდენ უფროჲსად მათი ჯერ-არს წყალობით შენდობაჲ, რომელთა ჩუენ შეგუცოდონ. რამეთუ ესე არს სასწაული სიყუარულისაჲ - მიტევებაჲ ბრალთა მოყუსისათა.
რამეთუ ვითარცა ღებილი იგი არს ყოველთა უპატი...
...(მათ. 6,14-15)
და კუალად სხუასა ადგილსა იგავით იტყჳს მეუფესა მას, რომელსა წარმოუდგინეს თანამდები იგი ბევრეულისა შანთისაჲ. და შეუნდო მას, რა-ჟამს დავარდა და ევედრებოდა; და მერმე, ექმნა რაჲ იგი უწყალო მოყუასსა თჳსსა, კუალად განურისხდა მეუფე და მისცა ჴელთა მტანჯველთასა.
და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ დიდად სათნო არს ღმრთისა მიტევებაჲ მოყუსისა ბრალთაჲ, ვიდრეღა ჩუენ გუყოფს უფალ შენდობისა ცოდვათა ჩუენთაჲსა მოღებად მის მიერ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ესრეთ განგიკითხავ მე, ვითარცა შენ ჰყო თავისა შენისათჳს განჩინებაჲ; უკუეთუ მიუტეო ბრალი მოყუასსა შენსა, მიიღო ჩემ მიერცა მიტევებაჲ ცოდვათა შენთაჲ.
აწ უკუე შენსა ჴელმწიფებასა შინა არს აჴოცაჲ ცოდვათა შენთაჲ, გინა თუ უმტკიცესად დაწერაჲ მათი. ისმინეთ ესე, და კაცად-კაცადმან მიუტევენ ყოველი ბრალი და ყოველი თანანადები მოყუსისაჲ, რაჲთა მანცა პოოს მოტევებაჲ თჳსთა მათ თანანადებთაჲ.
და აწ იხილე, კაცო, ვითარ არა სწორ არს ორივე ესე: რამეთუ შენ, მიუტევო თუ თანანადები, გიჴმს უმრავლესისა მოტევებაჲ, და არა უსასყიდლო არს შენი ეგე საქმე, არამედ მცირედითა მრავალსა მოიყიდი; ხოლო ღმერთსა არარაჲ უჴმს შენგან, არამედ უსასყიდლოდ მოგმადლებს მოტევებასა ცოდვათასა. კუალად, შენ...