მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 17:5

4. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა.5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ.6. და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად.
სახარებაჲ მათესი თავი 17
5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ანგელოზის ხმა და ვერძის შეწირვა — ქრისტეს ჯვრის წინასახე (22:11–13):

...რულ იქნა მსხვერპლად. ჭეშმარიტება ჩრდილით უნდა წინასახებულიყო. შეხედე, საყვარელო, როგორ წინასახავდა მართლაც ყველაფერი ჩრდილით. იქ მხოლოდშობილი ძეა და აქაც მხოლოდშობილი. იქ საყვარელი და ჭეშმარიტი ძეა და აქაც საყვარელი და თანაარსი ძე, როგორც ღმერთი მამა ამბობს: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (). ისაკი მამის მიერ ყოვლად დასაწველად შეწირვისთვის იყო განკუთვნილი, ქრისტეც მამამ გასწირა, როგორც პავლე ძახილით ამბობს: „რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?" (). აქ ჩრდილი გამოჩნდა; შემდგომ კი ჭეშმარიტება გაიხსნა, გაცილებით აღმატებული: მთელი სოფლისთვის სიტყვიერი კრავი შეიწირა მსხვერპლად. მან მთელი ქვეყნიერება განწმინდა. მან ადამიანები ცთომილებისგან გაათავისუფლა და ჭეშმარიტებისკენ მოიყვანა. მან მიწა ზეცად აქცია, არა სტიქიათა ბუნება შეცვალა, არამედ მიწიერ ადამიანთა შორის ზეციური ცხოვრება დაამკვიდრა. მან ეშმაკთა ყოველგვარი მსახურება გააუქმა. მისი წყალობით ადამიანები უკვე აღარ სცემენ თაყვანს ქვასა და ხეს, და სიტყვის ნიჭით დაჯილდოებულნი უგრძნობ კერპებს აღარ პატივობენ. ყოველგვარი ცთომილება გაუქმდა და ჭეშმა...

სრულად ნახვა
თავი ბ̂. მცნებაჲ მოჴსენებად მოძღურებისა შემდგომად განსლვისა მისისა, და ვითარ-იგი თაბორს ესმა ჴმაჲ მამისაჲ ძისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით, და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ-მხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა, რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ; ჴმაჲ რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შუენიერებისა დიდებისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათ. 17:5). და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა (1,16-18).:

...იბრძნისა ზღაპართა შეუდეგით, და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ-მხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა, რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ; ჴმაჲ რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შუენიერებისა დიდებისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (). და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა (1,16-18).

თარგმანი: ამას გარეშეთა ბრძენთა და მწვალებელთა სიბრძნისათჳს იტყჳს, რომელთა-იგი რაჟამს ჭეშმარიტებაჲ არა აქუნდეს, მეტნობითა სიტყუათაჲთა ჰფარვიდიან ტყუილსა ზღაპართა მათთაჲსა, არამედ ქრისტეს მოწაფენი არა ეგრეთ; არა, გარნა თუალით მხილველ იყვნეს დიდებისა მის, რომელი ბუნებით ვითარცა მამისაჲ არს, ეგრეთვე ძისაჲ. ხოლო მოიღებს მას ძე მამისაგან ჴორცთა მათთჳს ჩუენგან მიღებულთა. ესე არს წამებაჲ იგი სამ-გზის ქმნილი: პირველად იორდანესა, მერმე უწინარეს ვნების ფერისცვალებასა, და კუალად მცირედ უწინარეს ჯუარცუმისა. ხოლო აწ ფერისცვალებისასა ოდენ მოიჴსენებს, რომელი თჳსაგან მოციქულთა ოდენ ესმა, რამეთუ ორნი იგი მრავალთა ერთა ასმოდეს.

მოციქულისაჲ: და მაქუს ჩუენ უმტკიცესი საწინაჲსწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ, რომელი კეთილად ჰყოთ, ეკრძალნეთ თუ ვითარცა სანთელ...

სრულად ნახვა