...იდი კადნიერება, და ამ დღეებში არამხოლოდ მარხვის მიმართ გამოვიჩინოთ განსაკუთრებული მოშურნეობა, არამედ უხვი მოწყალებაც გავცეთ და გულმოდგინე ლოცვები აღვავლინოთ. მარხვას ყოველთვის თან უნდა ახლდეს ლოცვა. და, რომ ეს ასეა, ისმინე, როგორ ამბობს ქრისტე: „ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (). და მოციქულთა შესახებაც ნათქვამია: „და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა" (). და კიდევ ამბობს მოციქული: „ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ... ლოცვად და მარხვად" (). ხედავ, როგორ სჭირდება მარხვას ლოცვის თანამოქმედება? და ლოცვებიც ყურადღებით განსაკუთრებით მარხვის დროს აღესრულება, რადგან მაშინ სული მსუბუქია, არაფერი ამძიმებს მას და არ ჩაგრავს სიამოვნებათა დამღუპველი ტვირთით. ლოცვა — დიდი იარაღია, დიდი დაცვა, დიდი საუნჯე, დიდი ნავსადგური, უსაფრთხო თავშესაფარი: ოღონდ ფხიზელი სულითა და შეკრებილი ზრახვებით მივუდგეთ უფალს, ჩვენი ცხონების მტრისთვის არანაირი მისადგომი არ მივცეთ. რადგან მან იცის, რომ ამ დროს, ჩვენთვის საჭირო (საცხონებელ) საგნებზე საუბრით, თავიანთი ცოდვების აღიარებითა და ჭრილობების ე...
სახარებაჲ მათესი 17:21
20. ხოლო იესუ ჰრუქა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათჳს. ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ.21. ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.22. და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ჴელთა კაცთასა,
სახარებაჲ მათესი თავი 17