...რვებულთა დაშრეტად (6,16).
თარგმანი: ამას ადგილსა მეორისა მის სარწმუნოებისა აღებად გუამცნებს, რამეთუ პირველი სარწმუნოებაჲ არს შჯულთა მართლმადიდებლობისაჲ, რომელი-ესე ყოველთაჲ არს. ხოლო მეორე და ვიეთიმე რჩევითთაჲ იგი არს, რომლისათჳს უფალი ეტყჳს მოწაფეთა: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ" (), და კუალად, იგინი ეტყჳან: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (). ამით ესევითარითა სარწმუნოებითა დაშრტებიან ყოველნი იგი ისრად წოდებულნი გულისსიტყუანი გულისთქუმისანი და ზედა-აღდგომანი განსაცდელთანი, რამეთუ არა ხოლო ფარსა, არამედ წყალსა ცხოველსაცა მიემსგავსების ესევითარი იგი სარწმუნოებაჲ, დამშრეტელად ცეცხლსა გულისთქუმათასა.
მოციქულისაჲ: და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ (6,17).
თარგმანი: ჩაფხუტ ცხორებისა არს სასოებაჲ კეთილი, რომელი ყოვლისავე ღუაწლისა და შრომისა აღსუბუქებისათჳს საცხორებელ იწოდების, რამეთუ სასოებითა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲთა თავს-ვიდებდეთ ყოველთავე ტკივილთა სათნოებისათა, ხოლო მახჳლად სულისა გინა თუ სულსა წმიდასა უწოდს, მკუეთელობისათჳს და განმარჩეველობისა ღუარძლისა იფქლისაგან, ანუ თუ სულიერად ცხორებასა და მოქალაქობასა, რ...