მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:9

8. გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა მოიხუენით?9. არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთა მათ პურთაჲ და ხუთ ათასთაჲ მათ, და რაოდენი გოდორი აღიღეთ?10. და არცა შჳდთა მათ პურთაჲ და ოთხ ათასთაჲ მათ, და რაოდენი სფჳრიდი აღიღეთ?
სახარებაჲ მათესი თავი 16
9. არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთა მათ პურთაჲ და ხუთ ათასთაჲ მათ, და რაოდენი გოდორი აღიღეთ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოიხუნა იესუ პურნი იგი, ჰმადლობდა და მისცემდა, რომელნი-იგი დასხდეს; და ეგრეთვე თევზთა მათგანნი, რაოდენი-იგი უნდა მათ. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი“ (6,11-13).:

...რაჲთამცა კეთილად სწავლულ იქმნნეს იგინი, რომელთა ეგულებოდა მოძღურებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ. და იყო ესე იუდაჲსიცა არამცირედი საშჯელი, რამეთუ ეტჳრ-თა მასცა გოდორი. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მათისა სწავლისათჳს ქმნა, ისმინე, ვითარ უკუანაჲსკნელ მოაჴსენებდა, ვითარმედ: „არა გულისხმაჰყავთა, რაოდენი გოდორი აღიღეთ?“ ; და რამეთუ სწორად რიცხჳსა მის მოწაფეთაჲსა იყვნეს გოდორნი. ხოლო კუალად სხუასა ჟამსა, რამეთუ უფრო სწავლულ იყვნეს, შჳდი აღიღეს2 და არა ათორმეტი, რამეთუ რაოდენი ენების, ესოდენი ყვის ნეშტი იგი. და პურთათჳს იქმნა დაშთომაჲ, რაჲთა არა უცნებად შეირაცხოს, ხოლო თევზთათჳს მაშინ არარაჲ იქმნა დაშთომაჲ, არამედ შემდგომად აღდგომისა თჳნიერ წინამდებარისა ნივთისა იხილვა თევზი, რაჲთა სცნა, ვითარმედ აწცა არა თუ ნაკლულევანებისათჳს იჴმარა ნივთი იგი, არამედ რაჲთა დაუყვნეს პირნი მწვალებელთანი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი“ (6,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ ნაყროვანებისა გარდამატებულებაჲ! ბევრეულნი ამისა უსაკჳრველჱსნი ქმნნა, და არასადა მოიგონნეს ესენი, და აწ, ოდეს მუცელი აღმოივსეს, მაშინ წინაჲსწარმეტყუელად აღიარეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ გულისხმ...

სრულად ნახვა