მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:8

7. ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულსა თჳსსა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა მოვიღეთ.8. გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა მოიხუენით?9. არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთა მათ პურთაჲ და ხუთ ათასთაჲ მათ, და რაოდენი გოდორი აღიღეთ?
სახარებაჲ მათესი თავი 16
8. გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა მოიხუენით?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“ (15,32).:

...ა განტევებაჲ მათი, ბრძანე კუალად განმრავლებაჲ პურთაჲ ამათ, და განაძღენ იგინი. გარნა მათ არცა ესრეთ გულისჴმა-ყვეს მიზეზი კითხვისაჲ მის, რაჲთამცა აჩუენეს სარწმუნოებაჲ ჯეროანი და მჴურვალე. ამისთჳსცა უკუანაჲსკნელ აყუედრა მათ უფალმან და ჰრქუა: „რაჲსა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს?“ ხოლო მარკოზ უმეტესსაცა ყუედრებასა წარმოიტყჳს, რამეთუ მრავალი ქმნა პირველსა მას პურთა განყოფასა დაუვიწყებელობისათჳს მათისა: ჴელითა მათითა განუყო ერსა პური იგი და მათვე ტჳრთვად უბრძანნა გოდორნი იგი ნეშტისანი, გარნა მას ყოველსა ზედა ჯერეთ არა აქუნდა სრულებაჲ. ამისთჳსცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას მოწაფეთა მათ: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესე? ჰრქუა მათ იესუ: რავდენი პური გაქუს აქა? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შჳდი პური და მცირედ თევზი. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა. და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფურიდი სავსე. ხოლო რომელთა ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა“ (15,33-38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგინი უძლუ...

სრულად ნახვა