მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:3

2. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ.3. და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად.4. ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა.
სახარებაჲ მათესი თავი 16
3. და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“ (15,32).

და პირველი რაჲ-იგი სასწაული ქმნა ხუთთა მათ პურთაჲ, ეგრეთვე პირველ მისა უძლურებანი იგი ერისანი განკურნნა, ვითარცა-ესე აწცა ქმნა: რაჟამს განკურნნა ბრმანი და ყრუნი და მკელობელნი და ღრეკილნი, მაშინღა საქმე ესე აწ აღმოკითხული აღასრულა. გარნა მაშინ მოწაფეთა ჰრქუეს: „განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი“, ხოლო აწ თავადი უფალი მოუწოდს აღსრულებად საქმისა ამის. რამეთუ ერნი იგი კურნებად უძლურებათა მათთა მოსრულ იყვნეს და ვერ იკადრებდეს თხოად პურისა, ხოლო სახიერმან მან და მოწყალემან მეუფემან არა უგულებელს-ყვნა, არამედ იღუაწნა იგინი წყალობით და ჰრქუა მოწაფეთა: „მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“.

ამისთჳს არა პირველსა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
16:1-4 — ზეციური სასწაულის მოთხოვნა:

1. და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ. - თუმცა ფარისევლებსა და სადუკევლებს ერთმანეთისაგან განსხვავებული დოგმატები ჰქონდათ, ქრისტეს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ისინი სასწაულს ზეციდან ითხოვენ, მაგალითად, მზის ან მთვარის გაჩერებას, რადგანაც ფიქრობენ, რომ დედამიწაზე სასწაულები დემონური ძალითა და ბელზებულით ხდება. უგუნურებმა არ იცოდნენ, რომ მოსემაც ეგვიპტეში მრავალი სასწაული დედამიწაზე აღასრულა. ხოლო ცეცხლი კი, რომელიც იობის ქონებაზე ზეციდან გარდამოხდა, ეშმაკისა იყო. ამგვარად, ყოველივე, რაც ზეციდანაა, ღმრთისაგან როდი მოდის და არც დემონებისაგანაა ყველაფერი, რაც მიწაზე ხდება.

2-3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ. და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად. - ამხელს კითხვას, რომელიც მათ ცდუნების მიზნით დაუსვეს, ორგულებს უწოდებს და ეუბნება: ისევე როგორც ზეცაზე გამოჩენილი ნიშნებიდან ერთნი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის