მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:27

26. რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა?27. რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.28. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.
სახარებაჲ მათესი თავი 16
27. რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მოსლვად არს ძე კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“ (16,27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ერთ არს დიდებაჲ მამისა და ძისაჲ, რამეთუ არა თქუა, თუ: მოსლვად არს ესევითარითა დიდებითა, ვითარი მამისაჲ არს, რაჲთამცა შეცვალებაჲ რაჲმე ვინ უძლო მოგონებად, არამედ: მოსლვად არსო დიდებითა მამისაჲთა, რომელ-ესე სრულიადსა მას და განუყოფელსა ერთობასა აჩუენებს, ყოვლადვე შეუცვალებელსა. ხოლო ვინაჲთგან დიდებაჲ ერთ არს, ეგრეთვე ბუნებაჲ ერთ არს; ერთი ძალი, ერთი არსებაჲ, ერთი დიდებაჲ, ერთი ბუნებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ.

რაჲსათჳს უკუე გეშინისო, ჵ პეტრე, სიტყჳსა ამისგან, თუ: ჯერ-არს ჩემდა ვნებაჲ და სიკუდილი? გულისჴმა-ყავ, რამეთუ მოსლვად ვარ მიუთხრობელითა მით და კაცთაგან მოუგონებელითა დიდებითა. მაშინ მიხილო მე და განჰკჳრდე, - იტყჳს უფალი, - მაშინ თქუენცა იდიდნეთ დიდებითა საუკუნოჲთა და ჩემ თანა იხარებდეთ. რამეთუ არა თუ საქმე თქუენი ამას საწუთროსა თანა განქარვებად არს, არამედ ფრიად უაღრესსა და უკუდავსა და საუკუნესა დიდებასა მიმავალ ხართ, ოდესიგი მოვიდე დიდებითა მით მამისაჲთა და მივაგებდე კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

მათეს სახარების განმარტება - თავი XVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
16:26-28 — სულის ფასი და მეორედ მოსვლა:

26-27. რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა? რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. - ვთქვათ და, მთელი სამყარო მოიგე, - გვეუბნება, - რა სარგებელი გექნება სხეულის კეთილდღეობით, უკუეთუ სული შავ დღეშია? ეს იმას ჰგავს, დიასახლისი დახეულ ძონძებს ატარებდეს, ხოლო მოახლენი - ბრწყინვალე სამოსელს. არავის შეუძლია ხომ მომავალ ცხოვრებაში გამოსასყიდის მიცემა თავისი სულისათვის; აქ შეგვიძლია მისთვის ცრემლნი, სულთქმანი და მოწყალებანი გავიღოთ, იქ კი - არა. იქ თითოეულს საქმეთა მიხედვით მოუყიდველი მსაჯული განგვსჯის, რომელიც საშიშიც იქნება, რადგან ანგელოზთა თანხლებით დიდებითა თვისითა მოვა და არა დამცირებული.

28. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა. - თქვა რა, რომ ძე კაცისა დიდებითა თვისითა მოვა, მათ დასარწმუნებლად ამბობს: ზოგიერთნი აქა მდგომარეთაგან,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...საშჯელსა, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად“; და ვითარმედ: „მკუდართა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რომელთამე აწ და რომელთამე უკუანაჲსკნელ“; და ვითარმედ: „ყოველთა სიტყუაჲ მოვჰჴადო საქმეთა მათთათჳს“. ; ; და ვინაჲთგან ესე ყოველი წამებაჲ ჩემი არს, და წამებაჲ ჩემი წინაშე თქუენსა არა ჭეშმარიტ არს, იხილენით სხუანი იგი მოწამენი ჩემნი.

და ესრეთ სარწმუნო-ჰყოფდა სიტყუასა თჳსსა, რაჟამს პირველად დაფარული გონებათა მათთაჲ გამოუცხადა და ესე ერთი სასწაული უჩუენა თჳსისა ძალისაჲ; და შემდგომად მისა სხუანიცა სიმტკიცენი შემოიხუნა, რამეთუ სამნი მოწამენი მოართუნა სიტყუათა თჳსთანი: ერ-თად, საქმენი, რომელთა იქმოდა, და მერმე, წამებაჲ მამისაჲ და ქადაგებაჲცა იოვანესი. და პირველად უდარჱსი იგი უთხრა მათ, რომელ არს იოვანესი, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“, მეყსეულად შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მიავლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტი“ (5,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რამეთუ არა ესრეთ მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხოვნდეს სოფელი მის მიერ“ (3,17).:

...ა: „მრავლისაებრ წყალობისა მისისა მრავალ არს მხილებაჲცა მისი“, რამეთუ ცოდვათაებრ ჩუენთა მოგუეცემის მოსაგებელი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“. ; ;

და ესე დიდი კაცთმოყუარებაჲ არს ღმრთისაჲ, რამეთუ ღმერთმან ორად ცხორებად განყო საქმჱ ჩუენი: ერთად, საწუთროდ, და მეორედ, საუკუნოდ. და ერთი ესე ცხორებაჲ ღუაწლთა ჟამად განაწესა და მეორე იგი - გჳრგჳნთა და მოსაგებელთა. და ამასცა ზედა დიდი კაცთმოყუარებაჲ გუაჩუენა, რამეთუ ვქმნენით ჩუენ მრავალნი ცოდვანი და არა დავსცხერით სიყრმითგანვე სიბერედმდე შეგინებად სულისა, და მათ ყოველთა შენდობაჲ მოგუცა წმიდითა ნათლის-ღებითა, და მოგუენიჭა ჩუენ სიწმიდჱ. და კუალად, რომელმან სიჩჩოჲთგან მიიღოს წმიდისა ნათლის-ღებისა საიდუმლოჲ, და მერმე შემდგომად ამისა შეაგინოს სული თჳსი, იგი ბევრეულთა სატანჯველთა ღირს არს, გარნა მასცა განუღო ღმერთმან კარი სინანულისაჲ და მოსცა მრავალი ღონჱ განწმედად ცოდვათა თჳსთა. და ესე ყოველი გულისხმა-ყავ, ვითარისა სახიერებისა სახენი არიან: პირველად, რომელ მოგუცემს სრულიადსა შენდობასა ცოდ...

სრულად ნახვა